Marca: ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებში მარსელინო შეცვლის

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ ვისენტე დელ ბოსკეს "ვილიარეალის" თავკაცი მარსელინო შეცვლის.

ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს და იტყობინება, რომ 50 წლის სპეციალისტი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტული ვარიანტია.

გარდა ამისა, ნაკრების მწვრთნელის პოსტზე განიხილებიან უნაი ემერი, ფრანცისკო ხემესი და ხუან ლოპეტეგი.

შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკეს კონტრაქტს ვადა ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული