ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი დიჯეი დავიდ გეტა და შვედი მომღერალი ზარა ლარსონი.
უზარმაზარი ხალიჩის წყალობით "სტად დე ფრანსის" სათამაშო მოედანი "ფრანგულ ბაღად" გადაიქცევა, ცენტრში კი კარუსელი იტრიალებს.
ცერემონიალის პირველ ნაწილში მოედანზე გამოვლენ მსახიობები, რომლებიც ფრანგული მასობრივი კულტურის სიმბოლოებს წარმოადგენენ.
კანკანის მოცეკვავეები კარუსელის გარშემო დიდ, მასობრივ ქორეოგრაფიულ ნომერს შემოგვთავაზებენ.
ცენტრში კარუსელი გაიხსნება და სახელგანთქმული ფრანგი დიჯეი დავიდ გეტა გამოვა. ის მიესალმება პუბლიკას და 5-წუთიან
შვედი მომღერალი ზარა ლარსონი მინდორზე 20 მოცეკვავესთან ერთად შევა და დავიდ გეტასთან ერთად ევრო 2016-ის ოფიციალურ სიმღერას შეასრულებს. გეტას ნიშანზე კი მაყურებელი ტრიბუნაზე 24-ივე მონაწილის დროშებს გამოსახავს.
ჰიმნის შესრულების შემდეგ სტადიონს სამხედრო თვითმფრინავები გადაუფრენენ, რომლებიც კვამლით საფრანგეთის დროშას გამოსახავენ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველი მატჩი მასპინძელ საფრანგეთსა და რუმინეთს შორის ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ცერემონიალისა და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.