ევრო 2016. A ჯგუფი. I ტური: შვეიცარიამ ალბანეთს მოუგო, ძმამ - ძმას [VIDEO]

AutoSharing Option
11 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე A ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შვეიცარიის ნაკრებმა ალბანეთის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ქალაქ ლანსში, "ფელიქს ბოლარზე" ჩატარებულ მატჩში ანგარიში მე-5 წუთზე ფაბიან შერმა გახსნა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს ერთადერთი გოლი იყო ამ შეხვედრაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
37-ე წუთზე მსაჯმა ალბანელებს მეორე გაფრთხილების გამო ნახევარმცველი ლორიკ ცანა გაუძევა. მიუხედავად ამისა, ჯანი დე ბიაზის გუნდს გათანაბრების არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირების ისტორიაში უპრეცენდენტო
ფაქტი მოხდა - ერთმანეთის წინააღმდეგ, სხვადასხვა ქვეყნის სახელით, ძმებმა ითამაშეს. ალბანელთა ღირსებას ტაულანტ ჯაკა იცავდა, შვეიცარიელებისას - გრანიტ ჯაკა.

A ჯგუფში 3-3 ქულა აქვთ საფრანგეთსა და შვეიცარიას, რუმინეთი და ალბანეთი კი უქულოდ არიან. მომდევნო შეხვედრას შვეიცარიის ნაკრები 15 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, ალბანელები კი ამავე დღეს საფრანგეთს შეხვდებიან.

დღესვე პირველი ტურის მატჩები გაიმართება B ჯგუგში. თბილისის დროით 20:00 სთ-ზე ერთმანეთს უელსისა და სლოვაკეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მოგვიანებით, 23:00 სთ-ზე კი ინგლისისა და რუსეთის შეხვედრა დაიწყება.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული