ქალაქ ლანსში, "ფელიქს ბოლარზე" ჩატარებულ მატჩში ანგარიში მე-5 წუთზე ფაბიან შერმა გახსნა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს ერთადერთი გოლი იყო ამ შეხვედრაში.
37-ე წუთზე მსაჯმა ალბანელებს მეორე გაფრთხილების გამო ნახევარმცველი ლორიკ ცანა გაუძევა. მიუხედავად ამისა, ჯანი დე ბიაზის გუნდს გათანაბრების არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირების ისტორიაში უპრეცენდენტო
A ჯგუფში 3-3 ქულა აქვთ საფრანგეთსა და შვეიცარიას, რუმინეთი და ალბანეთი კი უქულოდ არიან. მომდევნო შეხვედრას შვეიცარიის ნაკრები 15 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, ალბანელები კი ამავე დღეს საფრანგეთს შეხვდებიან.
დღესვე პირველი ტურის მატჩები გაიმართება B ჯგუგში. თბილისის დროით 20:00 სთ-ზე ერთმანეთს უელსისა და სლოვაკეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მოგვიანებით, 23:00 სთ-ზე კი ინგლისისა და რუსეთის შეხვედრა დაიწყება.