ჯაკა შვეიცარიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
ჯერ რა დროს წლის დასასრულია და გასაკვირია, რომ შვეიცარიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ტვიტერით იუწყეს.

ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ პირველად აღიარეს ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა (5 წლის წინ ჯაკას საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გადაეცა), ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ნაკრების თავკაცი ვლადიმირ პეტკოვიჩი.

წლის საუკეთესო გოლად შერდან შაკირის მიერ შარშან ევროპირველობის 1/8 ფინალში პოლონელების კარში შეგდებული ბურთი მიიჩნიეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული