კევინ მაილზი: ისე ჩანს, თითქოს რუსი გულშემატკივრები ამისთვის თვეობით ემზადებოდნენ

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის გულშემატკივრების ასოციაციის ლიდერმა კევინ მაილზმა განაცხადა, რომ რუსეთის ტურნირიდან გარიცხვის საკითხი უნდა დადგეს.

ამის შესახებ მან The Telegraph-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"რადგან ევრო 2000-ზე ინგლისის ნაკრების გამოსვლის საფრთხე იყო დაახლოებით იმავე პრობლემების გამო, ამიტომ უნდა დადგეს საკითხი, გააგრძელოს თუ არა რუსეთმა ევრო 2016-ზე თამაში.

ისე ჩანს, თითქოს რუსი გულშემატკივრები ამისთვის თვეობით ემზადებოდნენ.

რაც შეეხება პოლიციას, მათმა საქციელმა ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. მათი ძირითადი მოვალეობა გულშემატკივრების უსაფრთხოების ორგანიზება იყო, მაგრამ ისინი ამას ვერ აკეთებდნენ. პოლიცია ცრემლსადენ გაზს არეულობის ადგილებში იყენებდა,
სადაც შეიძლებოდა თავისუფლად ყოფილიყო მსხვერპლი.

ამასთან ერთად, არავინ დაუკავებიათ. ალბათ, რუსი ხულიგნები ფიქრობენ: "ჩვენ ეს გაგვივიდა, ამიტომ შეგვიძლია კიდევ გავიმეოროთ“.

- UEFA: ეს თუ კიდევ განმეორდა, ინგლისი და რუსეთი ტურნირიდან მოიხსნებიან!
- ევრო 2016. B ჯგუფი. ინგლისი-რუსეთი: ბოლო წამების დრამა "ველოდრომზე" [VIDEO]
- ინგლისელი ფანები: პუტინ ხუილო! ჩვენ გვძულს რუსეთი! [VIDEO]
- რუსი და ინგლისელი ფანების შეტაკებები მატჩამდე და შემდეგ [VIDEO]
- ქართველი კომენტატორის რეპლიკა რუსეთის ჰიმნზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული