UEFA: ეს თუ კიდევ განმეორდა, ინგლისი და რუსეთი ტურნირიდან მოიხსნებიან!

AutoSharing Option
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების ფანებს შორის დაპირისპირებები განიხილა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი და რუსეთი ერთმანეთს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შეხვდნენ. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, თამაშამდე და თამაშის შემდეგ კი ფანებს შორის შეტაკებები იყო, რის შემდეგაც რამდენიმე გულშემატკივარი დააპატიმრეს.

- რუსი და ინგლისელი ფანების შეტაკებები მატჩამდე და შემდეგ [VIDEO]


საკითხთან დაკავშირებით, აღმასრულებელი კომიტეტის ჟურნალისტმა რობ ჰარისმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" განცხადება გაავრცელა.

განცხადების თანახმად, თუ ფანებს შორის დაპირისპირებები არ შეწყდება და კვლავ განმეორდა მსგავსი ფაქტი, ორივე
ნაკრები, ინგლისიც და რუსეთიც, ევროპის ჩემპიონატიდან მოიხსნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული