ევრო 2016. E ჯგუფი. I ტური: იტალიამ მოიგო და ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
13 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე E ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც იტალიის ნაკრები ბელგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 2:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანგარიში მატჩის 32-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ემანუელე ჯაკერინიმ გახსნა. ბელგია ანგარიშის გათანაბრებას ბოლო წუთამდე ცდილობდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე იტალიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა - საბოლოო ანგარიში გრაციანო პელემ დააფიქსირა.

E ჯგუფში 3 ქულა აქვს იტალიის ნაკრებს და ჯგუფს ლიდერობს, შვედეთსა და ირლანდიას თითო-თითო ქულა აქვთ, ბელგია
კი ჯერჯერობით უქულოთაა. მომდევნო შეხვედრას იტალიის ნაკრები 17 ივნისს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, ბელგიელები კი 18 ივნისს ირლანდიელებს დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული