როგორი იქნება ევრო 2016-ის ფორმატი, თუ რუსეთის ნაკრებს მოხსნიან

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ევრო 2016-იდან მოხსნიან, ევროპირველობის ფორმატში ცვლილება მოხდება.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ამ შემთხვევაში ჯგუფიდან მხოლოდ ორი გუნდი გავა.

უეფა სერიოზულად განიხილავს რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაციის საკითხს. თუ საფრანგეთში რუსი ფანების მონაწილეობით არეულობები გაგრძელდა, მაშინ რუსეთი ტურნირიდან მოიხსნება.

ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, თუ მონაწილე დისკვალიფიცირებულია, მისი და სხვა ნაკრებების მასთან დაგროვილი ქულები ანულირდება. ეს პირდაპირ მოქმედებს ახალი ევრო 2016-ის ფორმატზე, რომელშიც 24 ნაკრები მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალში ჯგუფის საუკეთესო ორი ადგილოსანი და ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი გადის.

რუსეთის შესაძლო
დისკვალიფიკაცია ინგლისს, უელსსა და სლოვაკეთს რთულ სიტუაციაში ჩააყენებს, რადგან ჯგუფიდან უკვე ვერ გავა საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი.

- ლილში ბრიტანელ და რუს ფანებს შორის ჩხუბი გუშინ ღამეც მოხდა [VIDEO]
- საფრანგეთში 43 რუსი გულშემატკივარი დააკავეს
- ლილში რუს და ბრიტანელ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა [VIDEO]
- უეფას სასჯელი: დეპორტაცია რუს ფანებს და პირობითი დისკვალიფიკაცია ნაკრებს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული