ევრო 2016. A ჯგუფი. საფრანგეთის ნაკრები პლეი ოფში პირველი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
15 ივნისს მარსელში, "ველოდრომზე" A ჯგუფის II ტურის მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და ალბანეთის ნაკრებები შეხვდნენ. საფრანგეთის ნაკრებმა 2:0 იმარჯვა, 6 ქულა დააგროვა და პლეი ოფის საგზური პირველმა მოიპოვა.

დიდიე დეშამმა სასტარტოში არ დააყენა ორი ლიდერი პოლ პოგბა და ანტუან გრიზმანი. პირველი ტაიმი დაბალ ტემპში წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაში გამოცოცხლდა, თუმცა საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო წუთამდე ვერ მიაღწია მიზანს - ადალ რამის ჩაწოდებულს 90-ე წუთზე თავურით შეცვლაზე შესული ანტუან გრიზმანი შეწვდა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0.

მსაჯის მიერ
კომპენსირებულ დროში დიმიტრი პაიემ გაიტანა - 2:0.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით ადრე პარიზში შვეიცარიისა და რუმინეთის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საფრანგეთი-ალბანეთი 2:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (90), 2:0 პაიე (96)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული