სად ვუყუროთ "ევრო 2016"-ს?! - თუ ფეხბურთის "გურმანი" ხარ, ეს სტატია შენთვისაა

AutoSharing Option
რა სჭირდება ფეხბურთის მოყვარულს ევროპის ჩემპიონატის დროს? ფეხბურთი და ადგილი, საიდანაც თამაშს უყურებს. ამიტომაც თამაშის იმ "გურმანებს", რომლებიც საფრანგეთის სტადიონებზე ვერ მოხვდებით, ისღა დაგრჩენიათ, სწორად აარჩიოთ ადგილი, სადაც თქვენს და ფეხბურთს შორის ვერავინ ჩადგება.

დიდი საფეხბურთო ფორუმების მიმდინარეობისას, ფეხბურთის საყურებლად ყველა გზა და ხერხი გამართლებულია. შეგიძლია შინ - ტელევიზორთან მოკალათდე მეგობრების და ლუდის კომპანიაში, მაგრამ თუ სახლში ლუდის წაღება არ გინდა, თავად უნდა ესტუმრო ლუდის ბარს და დახლთან ან მაგიდასთან მჯდომმა უქომაგო საყვარელ ნაკრებს. ასეთ დროს ყველა რესტორნის და ბარის
ეკრანზე მხოლოდ მწვანე მინდორი ჩანს, მაგრამ არის ადგილები, სადაც განსაკუთრებული საფეხბურთო გარემოა შექმნილი და ფეხბურთის ყურება დიდ ეკრანზე შეგიძლიათ.

დღეს გაგაცნობთ თბილისის რამდენიმე ადგილს, სადაც შეგიძლიათ, დიდი ეკრანის მეშვეობით კიდევ უფრო "მიუახლოვდეთ" ევროპის ჩემპიონატს. არჩევანი საკმაოდ დიდია, ამიტომ ერთმანეთისგან განსხვავებული ადგილები შეგნებულად ავარჩიეთ.

კაფე-ლაუნჯი "#ლისი" 10 ივნისს, "ევრო-2016"-თან ერთად გაიხსნა ლისის ტბის მიმდებარედ. დიდი ფართობის წყალობით, ლაუნჯს შეუძლია ერთდროულად უმასპინძლოს სამასამდე სტუმარს. ფეხბურთი უზარმაზარ ეკრანზე, სხვადასხვა სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი და სასიამოვნო მუსიკა - "#ლისი" ევროპის ჩემპიონატს მომზადებული შეხვდა.

გიორგი გოგელია ("#ლისის" წარმომადგენელი): "ტერიტორია სამ ზონად არის დაყოფილი: ბარის ზონად, VIP-ზონად და უფასო, ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომ ზონად. გვაქვს უზარმაზარი - 20 კვმ-იანი ეკრანი, რომელზეც ლაზერული პროექციით ხდება გამოსახულების გადაცემა. საფეხბურთო მატჩების ნახვის მსურველებს ვთავაზობთ უამრავი სახეობის ჩამოსასხმელ ლუდს, კარგ მუსიკას, სუფთა ჰაერს და ფეხბურთს უზარმაზარ ეკრანზე!

ლაუნჯი 10 ივნისიდან მუშაობს, ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებული გრანდიოზული ღონისძიება კი პარასკევს - 17 ივნისს არის დაგეგმილი. მომსახურების განსხვავებულ კონცეფციასთან ერთად, სტუმრებს მუდმივ აქციებსაც ვთავაზობთ. მაგალითად, "ჰაშთაგ ლისში" check-ინ უდრის უფასო ყავას! განსაკუთრებული თემაა ლაუნჯის სამზარეულო: ყველაფერს მხოლოდ გრილის საუკეთესო აპარატით ვამზადებთ, რომელიც უგემრიელეს და ჯანსაღ საკვებს უზრუნველყოფს. ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, ვამზადებთ სპეციალურ ჰოთ-დოგებს: გერმანულ ჰოთ-დოგს ზაუერკრაუტით გერმანიის ქომაგებისთვის, ფრანგულ ჰოთ-დოგს დიჟონური სოუსით, ჰოთ-დოგს პარმეზანით იტალიელი ტიფოზებისთვის და ა.შ. ხორცპროდუქტებით მხოლოდ "ნიკორა" გვამარაგებს. შესაბამისად, სტუმრებს სანდო, გემრიელი და მრავალფეროვანი პროდუქციით ვუმასპინძლდებით. გერმანული ლუდის მოყვარულთ პრემიუმკლასის ლუდ "ლოვენბრაუს" შევთავაზებთ. სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ასევე პრემიუმკლასის ბელგიური ლუდით "სტელა არტუა".

რამდენიმე ფან-კლუბმა შემოგვთავაზა, "#ლისი" მხოლოდ მათი შეკრებების ადგილი ყოფილიყო, მაგრამ ამაზე არ დავთანხმდით, რადგან დიდი ტერიტორია შესაძლებლობას გვაძლევს, ერთდროულად ვუმასპინძლოთ ორი სხვადასხვა გუნდის ქომაგებს. პროექტორის უზარმაზარი ეკრანის გარდა, ბარში დამატებით გვაქვს ორი დიდი ტელევიზორი. ასე რომ, ჩემპიონატის მესამე წრიდან, როცა თამაშები ერთდროულად დაიწყება, ორი მატჩის პარალელურ ტრანსლირებასაც შევძლებთ.

სამი ზონიდან ორი გადახურულია, ლაუნჯის ტერიტორია კი იმგვარად არის შემოსაზღვრული, რომ ჩვენს სტუმრებს დისკომფორტს ვერც წვიმა შეუქმნის და ვერც - ქარი. ასე რომ, მობრძანდით და ისიამოვნეთ ლუდით, გრილის მენიუთი და რაც მთავარია - სუფთა ჰაერზე ნანახი ფეხბურთით!"

ტბისპირა ჰაერს ფეხბურთის პირდაპირ წყლიდან ყურება თუ გირჩევნათ, ოლიმპიურ აუზს მიაკითხეთ. დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე (აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ) განთავსებულმა აუზმა გადაწყვიტა, საწყლოსნო სპორტი ფეხბურთთან "დაეახლოებინა" და "ევრო-2016"-ის საპატივცემულოდ, ღია აუზის პირას დიდი ეკრანი დაამონტაჟა. ვისაც აბონემენტი არ გაქვთ, აუზზე მთელი დღით სტუმრობა (მათ შორის - საფეხბურთო მატჩების ყურებაც) 30 ლარი დაგიჯდებათ. ანდა, შეგიძლიათ 20 ლარი გადაიხადოთ და ოლიმპიურ აუზს რამდენიმე საათით, მატჩების ტრანსლირების დროს ეწვიოთ.

გვანცა ბახტაძე (ოლიმპიური აუზის მარკეტინგის მენეჯერი): "ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, აუზი 23:00 საათზე აღარ დაიკეტება და ბოლო მატჩის დასრულებამდე იმუშავებს. თუმცა, ფეხბურთის მოყვარულებს ვთხოვ, მაინცდამაინც 23 საათის დადგომას ნუ დაელოდებიან და თამაშის დაწყებამდე, მინიმუმ 20-30 წუთით ადრე გვესტუმრონ. ჩვენს მუდმივ და ახალ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაგრილდნენ, ისარგებლონ ბარის მრავალფეროვანი ასორტიმენტით და პარალელურად, უზარმაზარ (5,5X3) ეკრანზე უყურონ საყვარელი გუნდის თამაშს აუზიდან, შეზლონგიდან ან ბარის სკამებიდან.

შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კლუბის წევრებს, ასევე - ნებისმიერ მსურველს, რომელიც დღიურ ან რამდენიმესაათიან აბონემენტს შეიძენს. გვაქვს აქციებიც. მაგალითად, თუ აბონემენტის მფლობელი ხუთი მეგობარი ერთად გვეწვევა, 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. ჯგუფური ეტაპის ბოლოს, აუზის სტუმრებს შორის გამოკითხვას მოვაწყობთ და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რომელი ნაკრების ფან-კლუბი მოეწყობა ოლიმპიური აუზის ტერიტორიაზე".

ეს, რაც შეეხებოდა ფეხბურთისთვის ზედგამოჭრილ, ახალ და განსხვავებულ ადგილებს, თორემ, 10 ივლისამდე, ყველა რესტორნისა თუ ლუდის ბარის ტელევიზორი მხოლოდ საფეხბურთო არხზეა მომართული - თბილისშიც და რეგიონებშიც. ამიტომაც კონკრეტული სახელებისა და მისამართების ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ - თავად გადაწყვიტეთ, ფეხბურთის ყურება სახლში გირჩევნიათ, ლუდის ბარში თუ ტბის პირას - ლუდის და შაშხის კომპანიაში...
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული