ევრო 2016. II ტური. E ჯგუფი: ბელგიის ნაკრები პლეი ოფს მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა E ჯგუფში გაიმართა, რომელშიც ბელგიის ნაკრებმა ირლანდიის ეროვნულ გუნდს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ბორდოში, "მატმურ-ანლანტიკზე" გამართულ შეხვედრაში პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია. შესვენების შემდეგ კი ანგარიში რომელუ ლუკაკუმ 48-ე წუთზე გახსნა.

სხვაობა ორბურთიანი 61-ე წუთზე გახდა, როდესაც აქსელ ვეტსელმა თავური დარტყმით გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი, ედენ აზარის პასის შემდეგ, ლუკაკუმ (70) დუბლით დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოპოვებული სამი ქულის წყალობით, ბელგიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილზე აინაცვლა და პლეი ოფში გასვლის კარგ შანსს
ინარჩუნებს. 6 ქულა აქვს ჯგუფის ლიდერ იტალიას, შვედეთსა და ირლანდიას კი - თითო ქულა.

ბოლო ტურში იტალიის ნაკრბი ირლანდიას დაუპირისპირდება, ბელგია - შვედეთს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული