მარსელში, "ველოდრომზე" ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა. გოლი გილფი სიგურდსონმა 11-მეტრიანიდან გაიტანა. ისლანდიელებს ისტორიულ გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდათ - 87-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ბირკირ სევარსონმა ჩაჭრა.
F ჯგუფის მეორე მატჩი პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის, რომელიც პარიზში, "პარკ დე ფრენსზე" შედგება, მოგვინებით, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.