ხორვატიის ნაკრებს ერთბაშად სამი ლიდერი დააკლდა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებმა ესპანეთთან მატჩის ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიას ჯგუფიდან გასვლა ჯერჯერობით გარანტირებული არ აქვს და ამიტომ ესპანეთთან მატჩში შესაძლოა მათვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ესპანეთთან ხორვატიის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ვედრან ჩორლუკა, ლუკა მოდრიჩი და მარიო მანჯუკიჩი.

ჩორლუკამ ორივე მატჩში თავის ტრავმა მიიღო, მოდრიჩი ჩეხეთთან შეხვედრაში დაშავდა, ასევე ტრავმა აღმოაჩნდა მანჯუკიჩს.

ხორვატიისა და ესპანეთ შორის მატჩი 21 ივნისს ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გადაიდო შეხვედრა,ფინალში შევხვდეთ. :)))
ika shakos
01:22 22-06-2016
0
ვნახოთ, ვნახოთ
ika-ს
10:54 21-06-2016
0

სიახლეები პოპულარული