აღსანიშნავია, რომ მოკლე დისტანცია ყველაზე სწრაფად ფრანგთა თინეიჯერმა შემტევმა კინგსლი კომანმა გაირბინა - შვეიცარიასთან მატჩში მან ერთ ეპიზოდში 32,8 კმ/სთ სიჩქარე გამოავლინა.
ეს ყველაზე "სწრაფი" ეპიზოდი იყო წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე. მეორე ადგილზე უნგრელი რიჩარდ გუზმიჩია (ავსტრიასთან მატჩში) - მან 31,6 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. პორტუგალიასთან მატჩში 31,5 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა ისლანდიელმა კოლბეინ სიგტორსონმა.
შედარებისთვის ვიტყვით, რომ უსაინ ბოლტმა, როცა რეკორდს ამყარებდა, 41 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა.
* * *
მატჩის სტაბილურია ჩეხი ვლადიმირ დარიდა, რომელმაც ორივე მატჩში შეძლო 12 კილომეტრზე მეტის რბენა. ხორვატებთან მატჩში მან 12,56 კილომეტრი დაფარა და სულ რაღაც 7 მეტრით ჩამორჩა პაროლოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამ მანძილს ევრო 2016 ზე დარბიან.