ევრო 2016. D ჯგუფი. III ტური: ხორვატია პირველ ადგილზე, ესპანეთი - იტალიასთან!

AutoSharing Option
21 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა.

D ჯგუფში ესპანეთის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 1:2.

ესპანელები მატჩში ძალიან მალე დაწინაურდნენ - მე-7 წუთზე თავისი გუნდი წინ ალვარო მორატამ გაიყვანა, რომლისთვისაც ეს გოლი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე გამოდგა და ბომბარდირთა დავაში გარეთ ბეილს გაუთანაბრდა. პირველი ტაიმის მიწურულს ნიკოლა კალინიჩმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის 72-ე წუთზე კი ხორვატთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის დარტყმაც საკუთარ თავზე გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ითავა, თუმცა მეკარემ აჯობა.

ამის გამო ესპანელები 88-ე წუთზე დაისაჯნენ, როცა მათი კარი მეორედ ივან პერიშიჩმა აიღო და ჯგუფში პირველობა წაართვა.

ამ მოპოვებული გამარჯვებით ხორვატიის ნაკრებს 7 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე 6 ქულით სწორედ ესპანეთია, მესამეზე - 3 ქულით თურქეთი, ხოლო ჩეხეთი, რომელმაც სულ რაღაც 1 ქულა დააგროვა, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა.

1/8-ფინალში ესპანეთის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება, ხორვატების მეტოქე კი ხვალ გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ხორვატები!!!
ჩემპიონი ხორვატია!
ზვიადი
01:07 22-06-2016
0

სიახლეები პოპულარული