ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს.
უკრაინის ნაკრები ევრო 2016-ზე გამოსვლისთვის უეფასგან 8 მლნ ევროს მიიღებს. აღნიშნული ბონუსი გუნდს ტურნირზე გამოსვლისთვის ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ნაკრებს უფრო მეტი ფულის გამომუშავებაც შეეძლო, თუმცა ჯგუფში ერთი ქულაც ვერ აიღო.
უეფა ყველა ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის 1 მლნ ევროს აძლევდა, ხოლო ფრისთვის - 0.5 მლნ ევროს.