შეგახსენებთ, რომ ისლანდიამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია - ევრო 2016-ის ჯგუფიდან გავიდა.
აღნიშნული მიღწევის გამო შესაძლოა ბევრი მოქალაქე საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მივიდეს. ამის შესახებ ისლანდიელმა პოლიტოლოგმა ბალდურ ტორხალსონმა რადიო RUV-თან ისაუბრა.
პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ისლანდიელი ფეხბურთელების სენსაციურმა წარმატებამ ქვეყანაში გიჟური აჟიოტაჟი გამოიწვია და მოსახლეობა ფეხბურთით უფრო არის დაინტერესებული, ისინიც კი, ვინც ფეხბურთში არ ერკვევა.
ტორხალსონის თქმით, ამჟამად საფრანგეთში ათასობით ისლანდიელია, რომლებსაც საკუთარი ნაკრების მხარდაჭერა სურთ. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ისლანდია ჯგუფიდან
გამომდინარე აქედან, პოლიტოლოგის აზრით, შესაძლოა, ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტი ქვეყანაში არ იყოს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე აისახება.
ისლანდიაში, რომელშიც დაახლოებით 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საპრეზიდენტო არჩევნები 25 ივნისს გაიმართება, ხოლო ისლანდიის ნაკრების მატჩი ევრო 2016-ზე 27 ივნისს არის დაგეგმილი, სადაც მათი მეტოქე ინგლისი იქნება.
- ევრო 2016. F ჯგუფი. ისლანდია-ავსტრია: ისლანდიამ სასწაული სრულყო! [VIDEO]