კრიშტიანო რონალდო: ეს სერიოზული გუნდია, ყველას არ შეუძლია ესპანეთის დამარცხება

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ხორვატიასთან ევრო 2016-ის მერვედფინალურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ევროპულ ფეხბურთში სენსაციები ხშირად არ ხდება. შესაძლოა ჯგუფური ეტაპის შედეგებმა გაგვაოცა, მაგრამ ფინალში ფავორიტები გადიან.

რაც შეეხება ხორვატიას, ჩვენი შანსები 50/50-ზეა. მათ თამაშს ვუყურეთ ესპანეთთან, ეს სერიოზული გუნდია. ყველას არ შეუძლია ესპანეთის დამარცხება, მაგრამ ვიცით, რისი თავი გვაქვს და მატჩისთვის მზად ვართ.

ვფიქრობ, ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. პორტუგალიას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ჩვენი ფეხბურთელები მსოფლიოს საუკეთესო ლიგებში გამოდიან. რატომაც არა?

მოედანზე უნდა გავიდეთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ფორტუნა
ჩვენს მხარეს იქნება. საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ჩემი ოცნებაა. ჩვენ გვაქვს შანსი. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს ვიზამთ.

თითქმის ყველა ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ნაკრებთან ერთად მოგება უფრო მნიშვნელოვანია", - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია-პორტუგალიის მერვედფინალური მატჩი 25 ივნისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Times of India-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა ორივე დამარცხებული გვყავს :))))
ანდრი
09:18 25-06-2016
0
აბა? მერე გაიგებდი "გდე რაკი ზიმუიუტ". ილოცე რომ საქართველოს ნაკრებს არსად გადაეყარო!!!
.........
18:26 24-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული