ევრო 2016: იტალიის ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ანტონიო კანდრევა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ანტონიო კანდრევა ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელსაც "სკუადრა აძურა" 27 ივნისს ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.

რომის "ლაციოს" 29 წლის ფეხბურთელმა მუხლის მყესი ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე, შვედეთთან მინიმალური ანგარიშით მოგებულ მატჩში დაიზიანა და მომდევნო თამაში ირლანდიასთან (0:1) გამოტოვა.

იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები სენ-დენიში, "სტად დე ფრენსზე" ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული