ევრო 2016. 1/8 ფინალი: გერმანიამ სლოვაკეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
26 ივნისს ევრო 2016-ის 1/8 ფინალური მატჩში გერმანიისა და სლოვაკეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიამ 3:0 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

მე-8 წუთზე ჟერომ ბოატენგმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში.

მე-14 წუთზე მესუთ იოზილმა მარიო გომესის მიერ მოიპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარე კოზაჩიკმა აიღო.

43-ე წუთზე იულიან დრაქსლერი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და გომესს გაატანინა.

63-ე წუთზე დრაქსლერმა ბურთის დაუმუშავებლად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა - 3:0.

ევრო 2016-ის მეოთხედფინალში გერმანია ელის ესპანეთისა და იტალიის მატჩის (27 ივნისი) გამარჯვებულს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული