მე-8 წუთზე ჟერომ ბოატენგმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში.
მე-14 წუთზე მესუთ იოზილმა მარიო გომესის მიერ მოიპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა, მეკარე კოზაჩიკმა აიღო.
43-ე წუთზე იულიან დრაქსლერი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და გომესს გაატანინა.
63-ე წუთზე დრაქსლერმა ბურთის დაუმუშავებლად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა - 3:0.
ევრო 2016-ის მეოთხედფინალში გერმანია ელის ესპანეთისა და იტალიის მატჩის (27 ივნისი) გამარჯვებულს.