ცნობილია 1/4-ფინალური ეტაპის წყვილებიც და მატჩების ჩატარების დროებიც.
შეხვედრები ოთხი დღის მანძილზე გაიმართება და ოთხივე დღეს მატჩები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 30 ივნისს პოლონეთი და პორტუგალია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 1-ელ ივლისს ერთმანეთში საუკეთესოს უელსი და ბელგია გაარკვევენ.
მესამე მატჩი 2 ივლისს გაიმართება და ნახევარფინალისთვის გერმანია და იტალია იბრძოლებენ, ხოლო ბოლო, მეოთხე შეხვედრა, 3 ივლისს მასპინძელ საფრანგეთსა და ისლანდიის ნაკრებებს შორის შედგება.