ევრო 2016. საფრანგეთმა ნახევარფინალის საგზური იოლად მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 3 ივლისს, საფრანგეთში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო - 5:2.

ფრანგები შეხვედრაში ძალიან მალე დაწინაურდნენ - მე-13 წუთზე ოლივიე ჟირუმ თავისი გუნდი წინ გაიყვანა, 7 წუთში კი პოლ პოგბამ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. საფრანგეთმა შეტევა გააგრძელა და პირველ ტაიმში მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა: ჯერ იყო და 43-ე წუთზე დიმიტრი პაიემ შეაგდო, შემდეგ კი, 45-ეზე თავისი გოლი ანტუან გრიზმანმაც გაიტანა, რომლისთვისაც ეს
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 გოლი გამოდგა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.
მეორე ტაიმი აქტიურად ისლანდიელებმა დაიწყეს, რამაც შედეგი გამოიღო - 56-ე წუთზე კოლბეინ სიგტორსონმა ანგარიშში სხვაობა 3-მდე შეამცირა, რასაც 3 წუთში ოლივიე ჟირუს მორიგი გოლი მოყვა- 5:1. ისლანდიელებმა ბოლომდე გაიბრძოლეს და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე სწორედ ისლანდიელმა ბირკირ ბიანანსონმა დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით ფრანგებმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც 7 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული