მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო - 5:2.
ფრანგები შეხვედრაში ძალიან მალე დაწინაურდნენ - მე-13 წუთზე ოლივიე ჟირუმ თავისი გუნდი წინ გაიყვანა, 7 წუთში კი პოლ პოგბამ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. საფრანგეთმა შეტევა გააგრძელა და პირველ ტაიმში მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა: ჯერ იყო და 43-ე წუთზე დიმიტრი პაიემ შეაგდო, შემდეგ კი, 45-ეზე თავისი გოლი ანტუან გრიზმანმაც გაიტანა, რომლისთვისაც ეს
მეორე ტაიმი აქტიურად ისლანდიელებმა დაიწყეს, რამაც შედეგი გამოიღო - 56-ე წუთზე კოლბეინ სიგტორსონმა ანგარიშში სხვაობა 3-მდე შეამცირა, რასაც 3 წუთში ოლივიე ჟირუს მორიგი გოლი მოყვა- 5:1. ისლანდიელებმა ბოლომდე გაიბრძოლეს და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე სწორედ ისლანდიელმა ბირკირ ბიანანსონმა დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
ამ გამარჯვებით ფრანგებმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც 7 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან.