ევრო 2016. 1/4-ფინალი. სიმბოლური ნაკრები და საუკეთესოები "ლელოს" ვერსიით

AutoSharing Option
"ლელო" აგრძელებს ევრო 2016-ის ყოველი ეტაპის შეჯამებას. ამჯერად, 1/4-ის მატჩების ჯერია. გთავაზობთ ევრო 2016-ზე მომუშავე "ლელოს" ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებს.

ევროპის ჩემპიონატზე ოთხი გუნდი დარჩა და მათ შორის არ არიან არც 1/8-ის საუკეთესო მწვრთნელის ("ლელოს" ვერსიით), ანტონიო კონტეს იტალია და არც საუკეთესო ფეხბურთელის, ედენ აზარის ბელგია. ბუნებრივია, რომ მათ საუკეთესოობაც სხვებს გადააბარეს.

ჩვენს სიმბოლურში ყველაზე მეტი ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებიდან მოხვდა, ისლანდიაზე 5:2 გამარჯვების შემდეგ, რჩეულთა შორის ერთბაშად 4 ფრანგია. ნაკრებში სამი უელსელია და ორი გერმანელი, მაგრამ არც ერთი პორტუგალიელი! არადა, ეს
გუნდი ნახევარფინალისტია, განსხვავებით იტალიისგან, რომელიც ჩვენს სიმბოლურ გუნდში ორი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი.

- 1/4-ის სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი
ნიკოლოზ ნეფარიძე:
ნოიერი - პეპე, ჰუმელსი, ბონუჩი - რემზი, სანჩესი, პოგბა, პაიე - ჟირუ, გრიზმანი, ბეილი. საუკეთესო ფეხბურთელი - ანტუან გრიზმანი; საუკეთესო მწვრთნელი - კრის კოულმენი.

ალეკო კაკაურიძე: ნოიერი - სანია, პეპე, ჰუმელსი, დევისი - პოგბა, მატუიდი, იოზილი, გრიზმანი - ჟირუ, რობსონ-კანუ. საუკეთესო ფეხბურთელი ოლივიე ჟირუ; საუკეთესო მწვრთნელი - კრის კოულმენი.

ლაშა წიკლაური: ბუფონი - ე. უილიამსი, ბონუჩი, ჰუმელსი - ფლორენცი, ალენი, პოგბა, იოზილი, დე შილიო - რობსონ-კანუ, ჟირუ. საუკეთესო ფეხბურთელი - მათს ჰუმელსი; საუკეთესო მწვრთნელი - კრის კოულმენი.

გიორგი კაკაბაძე: ბუფონი - სანია, ბონუჩი, ჰუმელსი, დევისი - პოგბა, იოზილი, კროოსი, გრიზმანი - რობსონ-კანუ, ჟირუ. საუკეთესო მწვრთნელი - იოახიმ ლიოვი.

გოტფრიდ ლენცი: ბუფონი - ე. უილიამსი, ბონუჩი, ჰუმელსი - ფლორენცი, ალენი, პოგბა, იოზილი, დე შილიო - რობსონ-კანუ, ჟირუ. საუკეთესო ფეხბურთელი - მათს ჰუმელსი; საუკეთესო მწვრთნელი - იოახიმ ლიოვი.

მაშ ასე:
"ლელოს" ვერსიით, 1/4-ის სიმბოლური ნაკრები ასეთია:
ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია, 3 მოხვედრა სიმბოლურში) - ბაკარი სანია (საფრანგეთი, 2) - მათს ჰუმელსი (გერმანია, 5), ლეონარდო ბონუჩი (იტალია, 4), ბენ დევისი (უელსი, 2) - მესუთ იოზილი (გერმანია, 4), ჯო ალენი (უელსი, 2), პოლ პოგბა (საფრანგეთი, 5), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი, 3) - ოლივიე ჟირუ (საფრანგეთი, 5), ჰალ რობსონ-კანუ (უელსი, 4).
საუკეთესო ფეხბურთელი - მათს ჰუმელსი (გერმანია, 2)
საუკეთესო მწვრთნელი - კრის კოულმენი (უელსი, 3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული