ტონი კროოსი: მით უფრო გასაოცარია ეს წაგება

AutoSharing Option
გერმანის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა საფრანგეთთან წაგებული (0:2) ევრო 2016-ის ნახევარფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. 1/2-ფინალი. გერმანია-საფრანგეთი: გრიზმანმა იფრინა, საფრანგეთი ფინალშია [VIDEO]

"დღეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და მით უფრო გასაოცარია ეს წაგება.

უფლება არ მაქვს, გუნდი დავძრახო. კარგი შანსი გვქონდა. 3-4 ბრწყინვალე მომენტი შევქმენით, მაგრამ საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი მივიღეთ", - თქვა კროოსმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანიის ნაკრები მომენტების რეალიზაციით არის ცნობილი. ნახევარფინალში 3-4 მომენტიც თუ მიეცათ, სულ ცოტა ერთი უნდა გამოეყენებინათ
0

სიახლეები პოპულარული