მანუელ ნოიერი: ვერ ვიტყვი, რომ უკეთესები ვიყავით, მაგრამ...

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა საფრანგეთთან ევრო 2016-ის ნახევარფინალში წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. 1/2-ფინალი. გერმანია-საფრანგეთი: გრიზმანმა იფრინა, საფრანგეთი ფინალშია [VIDEO]

"ერთადერთი, რის გამოც შეგვიძლია თავი დავიდანაშაულოთ, არის სუსტი რეალიზაცია. ერთი ან ორი გოლის გატანის შანსი გვქონდა. უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოდით, უბრალოდ, არ გაგვიმართლა.

გასაგებია, რომ მეტოქემ ეს მატჩი გაგვირთულა. კარგად ვთამაშობდით. ადვილად ბურთი არავის მიუღია, ყველა გერმანელს ვიღაც ფრანგი ედგა. გამომდინარე აქედან, ერთი-ერთზე მოტყუება, პრაქტიკულად, ვერ ხერხდებოდა.

ეს ნახევარფინალია. არაფერია ამაზე ცუდი, როგორც ასეთ მატჩში წაგება.

არ მინდა
თქმა, რომ უკეთესები ვიყავით, მაგრამ 0:2 არასამართლიანი ანგარიშია.

რა თქმა უნდა, პენალტს საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მთელი ტაიმი გვქონდა, რომ გოლი გაგვეტანა.

გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ფრანგებმა კი საკუთარი შანსები გამოიყენეს.

კატასტროფა იქნებოდა, ცუდად რომ გვეთამაშა, მაგრამ ტურნირი ჩვენთვის კარგი გამოვიდა", - თქვა ნოიერმა.

მომზადებულია uefa.com-ისა და BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული