ანტუან გრიზმანმა "ოქროს ბუცი" მოიპოვა!

AutoSharing Option
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საფრანგეთში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პორტუგალიელთა გამარჯვებით დასრულდა.

- პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია!

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ანტუან გრიზმანი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და "ოქროს ბუცს" დაეუფლა. გრიზმანმა მიმდინარე ჩემპიონატის მსვლელობისას მოედანზე 555 წუთი დაჰყო, რომლის მანძილზეც თავი 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილი ჩემპიონი ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ დაიკავა, რომელმაც "ვერცხლის ბუცი" მიიღო. 625 წუთის მანძილზე რონალდომ 3 გოლი გაიტანა და ამდენი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ხოლო
"ბრინჯაოს ბუცი" ასევე ფრანგ ოლივიე ჟირუს ერგო, რომლის ანგარიშზე 456 წუთში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული