ტიერი ანრი: ახალმა ფორმატმა ჯგუფური ეტაპი გააფუჭა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ თავისი ნაკრების მარცხის შემდეგ პორტუგალიასთან ევრო 2016-ის ფინალში ტურნირის ფორმატი გააკრიტიკა.

- ევრო 2016. ფინალი. პორტუგალიამ ევროპას ზემოდან გადმოხედა [VIDEO]

"როცა მესამე გუნდი იღებს შესაძლებლობას გავიდეს პლეი ოფში, მას გააზრებული აქვს, რომ ამისთვის საჭიროა სამჯერ ითამაშოს ფრე.

მივესალმები ალბანეთის მოგებას რუმინეთთან და იმას, რასაც აქ ისლანდია აკეთებდა, მაგრამ ახალმა ფორმატმა ვფიქრობ, ჯფუფური ეტაპი გააფუჭა", - თქვა ანრიმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფში პორტუგალიელებმა ავსტრიასთან, ისლანდიასთან და უნგრეთთან ფრე ითამაშეს. ხორვატიასთან მატჩში
კი პორტუგალიამ ოვერტაიმში მოიგო, ხოლო პოლონეთთან პენალტების სერიით გაიმარჯვა. ერთადერთი მატჩი კი პორტუგალიამ ძირითად დროში ნახევარფინალში უელსთან მოიგო.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საფრანგეთის მოგების შემთხვევაში ანრი იტყოდა "მომეწონა ახალი ფრომატი რაც უფრო ბევრი გუნდი იქნება ეგაა უკეთესი თორე აბა გუნდები თუ შევამცირეთ და ფეხბურთI მოვკალი ეგაა საქმე ჰეეჰ "
ლოლზ
+_)*_s
11:34 11-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული