საფრანგეთის პრეზიდენტმა ევრო 2016-ის ფინალში დამარცხებული ნაკრები ელისეის სასახლეში მიიწვია

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალში დამარცხების მიუხედავად, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელს, ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სადილზე მიიღებს.

ოლანდი ევრო 2016-ის ვერცხლის პრიზიორებს ელისეის სასახლეში დღეს უმასპინძლებს.

10 ივლისს, "სტად დე-ფრენსზე" გამართულ ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა საფრანგეთს დამატებით დროში, ანტონიო ედერის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო და კონტინენტის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

- ევრო 2016. ფინალი. პორტუგალიამ ევროპას ზემოდან გადმოხედა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფინალის წაგების შემოქმედი დეშამია.
sake
13:05 11-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული