პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 25,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა

AutoSharing Option
საფრანგეთში გუშინ დასრულებულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გამარჯვებულმა პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა 25,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

- ევრო 2016. ფინალი. პორტუგალიამ ევროპას ზემოდან გადმოხედა [VIDEO]

აქედან უპირობო შემოსავალმა 8 მილიონი ევრო შეადგინა (ეს თანხა მიიღო ჩემპიონატის მონაწილე ყველა ნაკრებმა).

ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული სამი ფრის სანაცვლოდ, პორტუგალიის ნაკრებმა თითოეულ მატჩში 500 ათასი ევრო მიიღო. მერვედფინალში გასვლით ნაკრებმა 1,5 მილიონი ევრო, მეოთხედფინალში გასვლით 2,5 მილიონი ევრო, ნახევარფინალში - 4 მილიონი ევრო, ფინალში 5 მილიონი ევრო, ხოლო გამარჯვებით დამატებით 3 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ევროპის თასის
ფინალში პორტუგალიამ მასპინძელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 1-0 დაამარცხა და პრესტიჟულ ჯილდოს პირველად დაეუფლა.

მომზადებულია bpn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული