უეფამ ექსპერტების მიერ შედგენილი ევრო 2016-ის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა

AutoSharing Option
უეფამ გასული ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც ტურნირზე მომუშავე ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა მოამზადა. ექსპერტთა ჯგუფში სერ ალექს ფერგიუსონი, ალენ ჟირესი, დევიდ მოიესი და სხვა ცნობილი სპეციალისტები შედიოდნენ.

სიმბოლურში ოთხი პორტუგალიელი, სამი გერმანელი, ორ-ორი ფრანგი და უელსელი ფეხბურთელია.

კონტინენტის პირველობის 11 საუკეთესო მოთამაშეს შორის ყველაზე მეტი გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელია: მეკარე რუი პატრისიო, მცველები რაფაელ გერეირო და პეპე და თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო

- ევრო 2016. ფინალი. პორტუგალიამ ევროპას ზემოდან გადმოხედა [VIDEO]

სიმბოლური ასე გამოიყურება:

რუი პატრისიო (პორტუგალია),
ჯოშუა კიმიხი (გერმანია), ჟერომ ბოატენგი (გერმანია), პეპე (პორტუგალია), რაფაელ გერიერო (პორტუგალია), ტონი კროოსი (გერმანია), ჯონ ალენი (უელსი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი), აარონ რემსი (უელსი), დიმიტრი პაიე (საფრანგეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია).

10 ივლისს გამართულ ევრო 2016-ის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი დამატებით დროში ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ანტონიო ედერმა გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
"არამგონია მე და თქვენ უფრო კომპედენტურები ვიყოთ ამ საქმეში, ვიდრე, სერ ალექს ფერგიუსონი, ალენ ჟირესი ან დევიდ მოიესი. ასე რომ ვსიო ოკეი!!!" - 100% გეთანხმები. ეს ასეც არის. უბრალოდ სუბიექტურად შეხედვაც კარგია ხანდახან. თან რონალდო ხო ფერგის ხელშია გაზრდილი)))
koki-s
11:50 12-07-2016
0
კი გიო გეთანხმები ურთიერთ დაპირისპირებაში ასეც იყო, თუმცა შევადაროთ ეს ორი გუნდი. ყველა უელსის შეტევა ბეილით იწყებოდა ყველა თამაშში. მარტო ურთიერთდაპირისპირება თუ არის გადამწყვეტი კი ბატონო. და ნანის ფაქტორზეც მიტხარი შენი აზრი. ისიც არ ჩამოუვარდებოდა რონალდოს არაფრით.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული