ევრო 2016. შესარჩევი. IV ტურის წინ: ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება "სან სიროზე"

AutoSharing Option
15 ნოემბერს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამ დღეზე გაწერილი IV ტურის შეხვედრები კიდევ სამ ჯგუფში გაიმართება.

კვირას ჰოლანდიის ნაკრები გუუს ჰიდინკის ხელძმღვანელობით აშკარა ფავორიტია ლატვიასთან მატჩში. ჰოლანდიამ ევრო-2016 ძალიან ცუდად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა სამიდან ორი დათმო, რაც "ორანიესთვის" საკვალიფიკაციო ეპატებზე ნონსენსია.

ეს გუნდები ევრო-2004-ის ფინალურ ეტაპზე შეხვდნენ და მაშინ, დიკ ადვოკაატის ჰოლანდიამ 3:0 მოუგო ალექსანდრს სტარკოვსის ლატვიას. ეს შეხვედრა პორტუგალიურ ბრაგაში შედგა. "ამსტერდამ არენაზე" ჰოლანდიის ნაკრებს დაკლდებიან კრული, ვეინალდუმი, პიეტერსი, კუიტი და დეპაი. ლატვიას დისკვალიფიცირებული ჰყავს გინტს
ფრეიმანისი.

პლზენში პაველ ვრბას ძალიან თბილად დახვდებიან - ეს გარანტირებულია, რადგან "პლზენის" ქომაგებს ეს მწვრთნელი უზომოდ უყვართ და როცა, მას ეროვნულ ნაკრებში დაუძახეს, უზარმაზარი ბანერით გააცილეს, ვრბამ მაშინ ცრემლი ვერ შეიკავა. ჩეხეთისა და ისლანდიის ჯახი ლიდერთა დაპირისპირებაა. ორივე გუნდს ჯერ ქულაც კი არ დაუკარგავს. თუკი ჩეხებს ლიდერებში ველოდით, ვიკინგების იქ მოხვედრა ძალიან მოულოდნელია. ლარს ლაგერბაკის ნაკრები, თამამად ვიტყვით, რომ ამ შესარჩევი ციკლის მთავარი მოულოდნელობაა. სტუმრებს პლზენში იოჰან გუდმუნდსონი დააკლდებათ.

სტამბოლში "ალი სამი იენიზე" მოულოდნელი აუტსაიდერი თურქეთის ნაკრები ყაზახეთის გუნდს მასპინძლობს. ფათიჰ თერიმი თურქეთში დაფასებული კაცია, მაგრამ ამდენსაც ვეღარ მოუთმენენ. ამიტომაც, თურქეთის ნაკრებმა ყაზახეთთან აუცილებლად უნდა მოიგოს. მასპინძლებს საკმაოდ აქვთ საკადრო პრობლემები, ბურაქ ილმაზი და მევლუთ ერდინჩი მასპინძელთა შეტევის ხაზს დააკლდებიან. ჰაქან ჩალჰანოღლუ და ომერ თოფრაქი არ ჩადიან ნაკრებში, რადგან იქ გიოკჰან ტიორე თამაშობს, რომელთანაც "ლევერკუზენის" ფეხბურთელებს კონფლიქტი ჰქონდათ.

A ჯგუფი: თერიმის ბოლო შანსი?
კვირა. 16 ნოემბერი
ჰოლანდია-ლატვია 21:00
ჩეხეთი-ისლანდია 23:45
თურქეთი-ყაზახეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ისლანდია 3 3 0 0 8-0 9
2. ჩეხეთი 3 3 0 0 8-4 9
3. ჰოლანდია 3 1 0 2 4-5 3
4. ლატვია 3 0 2 1 1-4 2
5. ყაზახეთი 3 0 1 2 3-7 1
6. თურქეთი 3 0 1 2 2-6 1

* * *

მეფე ბოდუინის სტადიონზე ბელგიის ნაკრებს გარეთ ბეილი და კომპანია სტუმრობს.

უელსი მოულოდნელი ლიდერია, ხოლო ამ მოულოდნელი ლიდერის, ნაღდი ლიდერი გარეთ ბეილი ამბობს, რომ მის გუნდს სულაც არ ეშინია ფავორიტი ბელგიის და ამ თამაშშიც შეეცდება დადებითი შედეგის მიღწევას, დადებითში კი "რეალის" ვარსკვლავი ფრეს გულისხმობს, თუმცა არც მოგებაზე იტყოდა უარს.

ბეილის ოპტიმიზმის მიუხედავად, ამ დაპირისპირებაში ფავორიტად მარკ ვილმოტსის შეგირდები მიგვაჩნია. "წითელ ეშმაკებს" საკადრო პრობლემები არ აწუხებთ.

ისრაელის ნაკრები ბოსნიას მასპინძლობს, ხოლო კვიპროსი - ანდორას.

B ჯგუფი: უელსი დიდ გულზეა
კვირა. 16 ნოემბერი
ბელგია-უელსი 21:00
კვიპროსი-ანდორა 21:00
ისრაელი-ბოსნია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 3 2 1 0 4-2 7
2. ისრაელი 2 2 0 0 6-2 6
3. ბელგია 2 1 1 0 7-1 4
4. კვიპროსი 3 1 0 2 4-5 3
5. ბოსნია 3 0 2 1 2-3 2
6. ანდორა 3 0 0 3 2-12 0

* * *

მილანში "სან სიროზე" ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა - იტალიისა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩში. მასპინძელთა რიგებში მე-100 კეპს ელის დანიელე დე როსი, ხოლო ხორვატთა რიგებში იმავეს მიღწევა შეუძლია ფორვარდ ივიცა ოლიჩს.

თუმცა საქმე ისაა, რომ დე როსი ამჯერად, მიზანს ვერ მიაღწევს - ის ანტონიო კონტეს განაცხადში არაა.

იტალიელებისთვის ხორვატიის გუნდი ძალზე უხერხული მეტოქეა - ბოლო ექვსი დაპირისპირებიდან "სკუადრა აძურამ" ერთიც კი ვერ მოიგო.

მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ჰყავთ ლეონარდო ბენუჩი. სტუმრებს ტრავმების გამო არ ეყოლებათ დეიან ლოვრენი და ნიკიცა იელავიჩი.

ბაქოში ნორვეგიის ნაკრები ჩადის, ხოლო ბულგარეთი სუსტ მალტას მასპინძლობს.

H ჯგუფი: უხერხული მეტოქე
კვირა. 16 ნოემბერი
აზერბაიჯანი-ნორვეგია 21:00
ბულგარეთი-მალტა 23:45
იტალია-ხორვატია 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 3 0 0 9-0 9
2. იტალია 3 3 0 0 5-1 9
3. ნორვეგია 3 2 0 1 5-3 6
4. ბულგარეთი 3 1 0 2 3-4 3
5. მალტა 3 0 0 3 0-6 0
6. აზერბაიჯანი 3 0 0 3 2-10 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული