ნევენ სუბოტიჩმა სერბეთის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" მცველმა ნევენ სუბოტიჩმა უარი განაცხადა სერბეთის ნაკრებში თამაშზე მას შემდეგ, რაც ეროვნული გუნდის მწვრთნელისგან, რადოვან ჩურჩიჩისგან შესაბამისი მიწვევა მიიღო.

ბოლოს სუბოტიჩმა ნაკრების შემადგენლობაში 2013 წლის ოქტომბერში ითამაშა. ამის შემდეგ მას მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ნევენმა 2014 წლის აგვისტოში უარყო ნაკრების მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, დიკ ადვოკაატის მიწვევა.

"მართალია, უკვე ხშირად გავდივარ მოედანზე, მაგრამ მუხლის მკურნალობის კურსსაც ვაგრძელებ. მითხრეს, რომ ამ მომენტისთვის ნაკრებში დაბრუნებისგან თავი უნდა შევიკავო", - განაცხადა სუბოტიჩმა.

სერბეთს ევროპის ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი მატჩი 29 მარტს
აქვს სტუმრად პორტუგალიასთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული