ევრო 2016. შესარჩევი. VI ტური. D ჯგუფი: ზავი დუბლინში, რბევა ფარუში [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები გამოდის, VI ტურის მატჩები გაიმართა.

ირლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში შოტლანდიას დაუხვდა და ვერ მოიგო. დიდი ბრძოლის შემდეგ გუნდები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს - 1:1.

სქოთები 38-ე წუთზე დაწინაურდნენ. კუთხურის შემდეგ მერფიმ თავური დასცხო. მარშალმა, თითქოს, გადაარჩინა შოტლანდია, მაგრამ უოლტერსმა შედეგიანად დაამატა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ეპიზოდი ძალიან ჰგავდა თამაშგარეს...

47-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. გამოცდილი ნეისმიტის მიერ დარტყმული ბურთი ასევე ვეტერან ოშის შეეხო და ისე აღმოჩნდა მასპინძელთა კარში.
იხილეთ
ვიდეო

Sportall.Ge

პორტუგალიაში გერმანიამ გიბრალტარს გადაუარა. ერთი ეგაა, დებიუტანტებმა შეტევაში ისე ითამაშეს, რომან ვაიდენფელერს ექვსჯერ მოუხდა თავისიანების გადარჩენა.

სათქმელია ისიც, რომ ბასტიან შვაინშტაიგერმა ვერ გაიტანა პენალტი, ანდრე შურლემ კი ჰეთ თრიკი მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევრო 2016. შესარჩევი. VI ტური. D ჯგუფი
13 ივნისი
პოლონეთი-საქართველო 4:0

13.06. დუბლინი. ავივა
ირლანდია-შოტლანდია 1:1
1:0 უოლტერსი (38), 1:1 ოში (47-საკ. კარში)
ირლანდია: გივენი, ბრედი, უილსონი, ოში, კოულმენი, ჰულაჰანი (73. კინი), მაკარტი, ველანი (68. მაკლინი), ჰენდრიკი, უოლტერსი, მერფი (80. ლონგი).
მწვრთნელი: მარტინ ონილი
შოტლანდია: მარშალი, ჰატონი მარტინი, მალგრიუ, ფორსაიტი, რიჩი (46. ანია), ბრაუნი (85. მაკარტური), მორისონი, ნეისმიტი (90. ბერა), მელოუნი, ს. ფლეტჩერი.
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი
გაფრთხილება: ველანი (20), მაკარტი (30), მაკლინი (88), ნეისმიტი (88)

13.06. ფარუ (პორტუგალია). ესტადიო ალგარვე
გიბრალტარი-გერმანია 0:7
0:1 შურლე (28), 0:2კრუზე (47), 0:3 გიუნდოგანი (51), 0:4 ბელარაბი (57), 0:5 შურლე (65), 0:6 შურლე (71), 0:7 კრუზე (81)
გიბრალტარი: პერესი, ჯ. ჩიპოლინა, რ. კაშიარო, გარსია, რ. ჩიპოლინა, გოსლინგი, უოლკერი, პაიასი (82. სერჯენტი), კ. კაშიარო (78.ბოსიო), ლ. კაშიარო, პრისტლი (61. კუმბესი).
მწვრთნელი: დევიდ უილსონი
გერმანია: ვაიდენფელერი, რუდი, ბოატენგი, შვაინშტაიგერი, ჰექტორი, იოზილი, ჰერმანი (56. პოდოლსკი), გიუნდოგანი (67. ხედირა), ბელარაბი, შურლე, გიოტცე (36. კრუზე).
მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
გაფრთხილება: ჯ. ჩიპოლინა (54)

მომდევნო მატჩები
4 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
გერმანია-პოლონეთი
გიბრალტარი-ირლანდია

7 სექტემბერი
ირლანდია-საქართველო
შოტლანდია-გერმანია
პოლონეთი-გიბრალტარი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სქოთები შოტლანდიელები არიან!
fraternity
15:13 15-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული