ევრო 2016. შესარჩევი. VI ტური. G ჯგუფი: რუსეთი ბეწვის ხიდზე

AutoSharing Option
ამ ჯგუფში ყველაზე საინტერესო მატჩი მოსკოვში გაიმართა, სადაც რუსეთის ნაკრებმა ავსტრიას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 0:1.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი 33-ე წუთზე მარკ იანკომ გაიტანა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავსტრიამ ლიდერობა განიმტკიცა, კიდევ უფრო მიუახლოვდა საფრანგეთში გასამართ ევროპირველობას, რუსებმა კი ერთობ რთულ ვითარებაში ჩაიგდეს თავი.

ფაბიო კაპელოს შეგირდები გვარიანად ჩამორჩნენ ლიდერებს და დიდია შანსი, რომ პლეი ოფში იასპარეზონ. ეგ კი არა, ჩერნოგორიაში რომ ადგილობრივ გულშემატკივრებს დიდი სისულელე არ ჩაედინათ და რუსებისთვის სამი ქულა არ ეჩუქებინათ, ჩვენი ჩრდილოელი
მეზობლების მდგომარეობა კიდევ უფრო რთული იქნებოდა.

შვედებმა ჩერნოგორიას განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოუგეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

სკანდინავიელებმა ბალკანელებს პირველივე ტაიმში შეუგდეს სამი გოლი და გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი, მეორე ნახევარი კი უკვე ფორმალობა იყო. კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც დუბლი მიითვალა აქტივში.

ევრო 2016. შესარჩევი. VI ტური. G ჯგუფი
14 ივნისი
ლიხტენშტეინი-მოლდოვა 1:1
გოლები: 1:0 ვიეზერი (21), 1:1 ბოგიუ (44)
ლიხტენშტეინი (4-3-3): იელე - ილდიზი, ფრიკი, კაუფმანი, ოერი (41. კუჰნე) - ბუჩელი (69. გუბსერი), პოლვერინო, ვიეზერი - კრისტენი, ბურგმეიერი, ერნე (83. ბრანდლი)
მოლდოვა (3-5-2): სებანუ - რაცუ, ეპურეანუ (46. კარპი), არმაში - დედოვი, კოიოცარი, ერჰანი, გატცარი, პატრაში (89. ანტონიუცი) - ბოგიუ, ჩეპტინე (36. მილჩეანუ)
გაფრთხილება: ვეიზერი, ერნე - გატცარი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 6-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 6-19 (3-7); ბურთის ფლობა: 34%-66%^
მაყურებელი: 2 000

რუსეთი-ავსტრია 0:1
გოლი: 0:1 იანკო (33)
რუსეთი (4-3-2-1): აკინფეევი - სმოლნიკოვი, ვ. ბერეზუცკი (12. ჩერნოვი), ნოვოსელცევი, კომბაროვი (71. კერჟაკოვი) - შიროკოვი, გლუშაკოვი, ივანოვი (46. მირანჩუკი) - შატოვი, ჟირკოვი - კოკორინი
ავსტრია (4-2-3-1): ალმერი - კლეინი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ფუხი - ლისანკერი, ბაუმგარტლინგერი - ჰარნიკი (65. საბიტცერი), იუნუზოვიჩი (86. პროდლი), არნაუტოვიჩი - იანკო (75. ოკოტიე)
გაფრთხილება: კოკორინი (რუსეთი)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-8 (6-2); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 40 000

შვედეთი-ჩერნოგორია 3:1
გოლები: 1:0 ბერგი (38), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (40), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (44), 3:1 დამიანოვიჩი (64-პენ.)
შვედეთი (4-4-2): ისაქსონი - ბენგტსონი, იოჰანსონი, მილოშევიჩი, ვენდტი - ლარსონი, კალსტრომი (72. ვერმბლუმი), ეკდალი, ჟენგინი (64. ფორსბერგი) - იბრაჰიმოვიჩი (90. ტოივონენი), ბერგი
ჩერნოგორია (4-2-3-1): პოლეკშიჩი - ზვეროტიჩი (58. საველიჩი), სავიჩი, სიმიჩი (75. ბალიჩი), ტომაშევიჩი - ვუკშევიჩი, კაშცელანი (46. ბოლევიჩი) - მარუშიჩი, მუგოსა, ბეჩირა - დამიანოვიჩი
გაფრთხილება: კალსტრომი, ეკდალი - ტომაშევიჩი, სიმიჩი, ვუკშევიჩი, ბოლევიჩი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 19-22; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11-12 (6-6); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 54 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 6 5 1 0 11-2 16
2. შვედეთი 6 3 3 0 10-4 12
3. რუსეთი 6 2 2 2 9-4 8
4. მონტენეგრო 6 1 2 3 4-8 5
5. ლიხტენშტეინი 6 1 2 3 2-12 5
6. მოლდოვა 6 0 2 4 3-9 2

მომდევნო ტური:
5 სექტემბერი
რუსეთი-შვედეთი, ავსტრია-მოლდოვა, მონტენეგრო-ლიხტენშტეინი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული