გუუს ჰიდინკი ჰოლანდიის ნაკრებს დღეს დატოვებს

AutoSharing Option
ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ი ამტკიცებს, რომ დღეს ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს გუუს ჰიდინკი.

მიზეზად "ნარინჯისფერთა" წარუმატებელი გამოსვლა დასახელდა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. ექვსი ტურის შემდეგ ჰოლანდია თავის ჯგუფში მესამე ადგილზეა და ჩამორჩება ჩეხეთისა და ისლანდიის ნაკრებებს.

68 წლის გუუს ჰიდინკმა ჰოლანდიის ნაკრები ლუის ვან გაალისგან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული