ევრო 2016. VIII ტური. H ჯგუფი: იტალიამ ბულგარეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა ოსლოში, სადაც ნორვეგიამ ხორვატიას უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლით მოუგო. სკანდინავიელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს და ორივეჯერ იო-ინგე ბერგეტი გამოირჩა.

ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, რამდენჯერმე ბურთიც დაუმალეს მეტოქეს, მაგრამ შედეგზე ეს არ ასახულა - ნორვეგიელები უფრო ზუსტად გაისარჯნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში და ჰაერივით საჭირო ქულები ჩაიწერეს აქტივში. ეს იყო უშუალო კონკურენტების ჯახი, როდესაც სასწორზე ექვსი ქულა დევს და რომელმაც შესაძლოა სატურნირო ცხრილზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს.

იტალიამ ჩვეულ სტილში, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ბულგარეთი და სატურნირო ცხრილს სათავეში
მოექცა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი ჯერ კიდევ მე-6 წუთზე დანიელე დე როსიმ გაიტანა, როდესაც ანტონიო კანდრევას მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად.

საგულისხმოა, რომ პირველი შედეგიანი პენალტი დე როსის არბიტრმა გაუუქმა, რადგან იტალიის ნაკრების სხვა ფეხბურთელები დარტყმამდე შეიჭრნენ მეტოქის საჯარიმოში, თუმცა დანიელეს ნერვებმა არ უმტყუნა და მეორეჯერაც შეარხია კარის ბადე. თამაში იტალიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბულგარელებსაც ჰქონდათ ორი-სამი მომენტი - საბოლოოდ, კლასიკური იტალიური გამარჯვება, 1:0.

მალტა-აზერბაიჯანი 2:2
გოლები: 0:1 ამირგულიევი (36), 1:1 მიფსუდი (55), 2:1 ეფიონგი (71), 2:2 ამირგულიევი (80)
მალტა (4-5-1): ჰოგი - ბორგი, აგიუსი, კამილერი (79. ზერაფა), ა. მუსკატი - ბრიფა, რ. მუსკატი, ფაილა (85. პიზანი), შკემბრი, ეფიონგი - მიფსუდი (62. კოჰენი)
აზერბაიჯანი (4-5-1): აგაევი - მირზაბაიოვი, ჰუსეინოვი, რ. სადიქოვი, დაშდამიროვი - ისმაილოვი (72. აბდულაევი), ქარაევი, ამირგულიევი, ნაზაროვი (ა. სადიქოვი), ტაგიევი - რ. ქურბანოვი (80. ალიევი)
გაფრთხილება: ეფიონგი (მალტა)
კუთხური: 1-10; ჯარიმა: 12-4; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 5-15(3-8); ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 10 000

ნორვეგია-ხორვატია 2:0
გოლები: 1:0 ბერგეტი (51), 2:0 ბერგეტი (69)
ნორვეგია (4-4-2): ნიულანდი - ელაბდელაუი, ჰოვლანდი, ფორენი, ჰოგლი - სკელბერგი (90. ნიელსენი), ტეტეი, იოჰანსენი (90. ნორდველტი), ბერგეტი - სოდერლუნდი (90. ბერიშა), ჰენრიკსენი
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - სრნა, ჩორლუკა, ვიდა, ვრსალკო - რაკიტიჩი (72. კალინიჩი), მოდრიჩი - პიაცა (64. ოლიჩი), ბროზოვიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი
გაფრთხილება: ჰოგლი, ფორენი, სოდერლუნდი - ვრსალკო, ბროზოვიჩი, ოლიჩი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 4-7(3-3); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 26 000

იტალია-ბულგარეთი 1:0
გოლი: 1:0 დე როსი (6-პენ.).
იტალია (4-3-3): ბუფონი - დარმიანი,. ბონუჩი, კიელინი, დე შილიო - დე როსი, ვერატი, პაროლო - ელ შაარავი (73. ფლორენცი), კანდრევა (86. ედერი), პელე (71. ძაძა)
ბულგარეთი (4-4-1-1): მიტრევი - ი. მინევი, ა. ალეკსანდროვი, ბოდუროვი, ვ. მინევი (64. ბანდალოვსკი) - ნედელევი (67. მ. ალეკსანდროვი), დიაკოვი, ჩოჩევი, მილანოვი - პოპოვი (71. რანგელოვი) - მიცანსკი
გაფრთხილება: ვ. მინევი, დიაკოვი, რანგელოვი
გაძევება: დე როსი (55) - მიცანსკი (55)
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 7-20; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 20-6(7-2); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 30 000

თ მ ფ წ ბ ქ
იტალია 8 5 3 0 11-5 18
ნორვეგია 8 5 1 2 10-8 16
ხორვატია 8 4 3 1 16-5 15
ბულგარეთი 8 2 2 4 7-9 8
აზერბაიჯანი 8 1 3 4 6-13 6
მალტა 8 0 2 6 3-13 2

მომდევნო ტური
10 ოქტომბერი:
აზერბაიჯანი-იტალია, ნორვეგია-მალტა, ხორვატია-ბულგარეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული