ევრო 2016. VIII ტური. B ჯგუფი: უელსი და ბელგია ოქტომბერში იზეიმებენ

AutoSharing Option
კარდიფში ყველა ზეიმს ელოდა - ისრაელზე გამარჯვების შემთხვევაში, უელსის ნაკრებს შეეძლო ევრო 2016-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება, მაგრამ ფრეზე მეტს ვერ გამორჩა - 0:0.

ეს საკმარისია მხოლოდ სულ მცირე, პლეი ოფის საგზურის დასაბევებლად. ასე რომ, გარეთ ბეილსა და კომპანიას ოფლისღვრა ოქტომბერშიც მოუწევს. ბეილის გასანეიტრალებლად ისრაელის ნაკრების 5-კაციანი დაცვის ხაზი საკმარისი აღმოჩნდა. ის კი არა, 82-ე წუთზე ტომერ ჰემედს შეეძლო სტუმრების დაწინაურება, მაგრამ მისი თავური უელსელთა გოლკიპერმა მოიგერია.

სამი დღის წინანდელი სიტუაცია გამეორდა კუნძულ კვირპოსზე, ისევე, როგორც უელსი, ბელგიაც იქ მინიმალური
ანგარიშით გამარჯვებას დასჯერდა და ისევე, როგორც უელსს, ბელგიასაც საუკეთესო ვარსკვლავმა მოუტანა გამარჯვება.

სამი დღის წინათ, თამაშის გმირი ბეილი იყო, ახლა კი ედენ აზარი, რომელმაც მატჩის მიწურულს ბურთის დაუმუშავებლად შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელიც გამარჯვებისა გამოდგა - 1:0. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბელგიას უსუსურ ანდორასთან ელის თამაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარკ ვილმოტსის გუნდს თავი ქუდში აქვს. გუშინ ბოსნიამ პირველივე ტაიმში გაუტანა სამი გოლი ანდორას და შემდეგ მოედანზე ფეხბურთის მსგავსი ბურთაობა გაჩაღდა - 3:0.

6 სექტემბერი
უელსი-ისრაელი 0:0
უელსი (5-3-2): ჰენესი - რიჩარდსი, განტერი, ე. უილიამსი, დევისი, ტეილორი - კინგი (86. ვოუკსი), რემზი, ედვარდსი - რობსონ-კანუ (79. ჩერჩი), ბეილი
ისრაელი (5-4-1): მარსიანო - დასა, ბენ ჰაიმ I, დგანი, ტიბი, ბენ ჰარუში - ზეჰავი (93. შაჰარი), ბიტონი, ნათხო, კაიალი (46. ბენ ჰაიმ II) - დაბური (46. ჰემედი)
გაფრთხილება: რიჩარდსი, რობსონ-კანუ - დაბური, დასა, დგანი, ნათხო, ბიტონი
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17-2 (7-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 33 280

ბოსნია-ანდორა 3:0
გოლები: 1:0 ბიჩაქჩიჩი (14), 2:0 ჯეკო (30), 3:0 ლიულიჩი (45)
ბოსნია (4-4-2): ბეგოვიჩი - ბიჩაკჩიჩი, სუნჯიჩი, სპაჰიჩი, კოლაშინაცი (79. ვრანჩიჩი) - ზეკი, ბეშიჩი, პიანიჩი (45. ჰაჯიჩი), ლიულიჩი - იბიშევიჩი, ჯეკო (68. ჯურიჩი)
ანდორა (4-4-1-1): პოლი - სან ნიკოლასი, ლიმა, რებესი, გარსია - მარტინესი (76. სანჩესი), სონეიე, აიალა (81. პეპე), როდრიგესი - ვიეირა - რიერა (87. ალვესი)
გაფრთხილება: იბიშევიჩი, ჰაჯიჩი - მარტინესი, აიალა, რებესი
გაძევება: ბეშიჩი (63), როდრიგესი (64)
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 10-21; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 25-3 (8-1); ბურთის ფლობა: 79%-21%.
მაყურებელი: 10 000

კვიპროსი-ბელგია 0:1
გოლი: 0:1 აზარი (86)
კვიპროსი (4-5-1): გეორგალიდესი - დემეტრიუ, ლაიფისი, დოსა ჟუნიორი, ანტონიადესი - ხარალამბიდისი (53. ლაბანი), მაკრიდესი, ნიკოლაუ (84. არტიმატასი), ეკონომიდესი, მაკრისი - მიტიდისი (11. სოტერიუ)
ბელგია (4-5-1): კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ვერმალენი, ვერტონგენი - დე ბრუინი, ფელაინი (64. მერტენსი), ვიტსელი, ნაინგოლანი, აზარი - ბენტეკე (46. ორიჟი)
გაფრთხილება: ანტონიადესი, დემეტრიუ, ეკონომიდესი - კომპანი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-16 (2-7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 20 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 8 5 3 0 9-2 18
2. ბელგია 8 5 2 1 17-3 17
3. ისრაელი 8 4 1 3 14-9 13
4. ბოსნია 8 3 2 3 12-10 11
5. კვიპროსი 8 3 0 5 12-13 9
6. ანდორა 8 0 0 8 3-30 0

მომდევნო ტური
10 ოქტომბერი:
ანდორა-ბელგია, ბოსნია-უელსი, ისრაელი-კვიპროსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული