სპეციალისტმა ეროვნული გუნდი 2013 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და მასთან ერთად ბრაზილიაში, მსოფლიოს 2014 ჩემპიონატზე გაემგზავრა. მუნდიალზე ხორვატიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა.
ხორვატიის ნაკრები ვერც ევრო 2016-ის შესარჩევში ბრწყინავს. 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ გუნდი 14 ქულით მესამე ადგილზეა, 4-ით ჩამორჩება ლიდერ იტალიას და 2-ით მეორეადგილოსან ნორვეგიას.
ბოლო ორ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებმა სტუმრად აზერბაიჯანთან ფრედ (0:0) ითამაშა, ნორვეგიასთან კი სულაც წააგო - 0:2.