საფრანგეთში, ევრო 2016-ის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასები ცნობილია

AutoSharing Option
ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური სტადიის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. კონტინენტის საუკეთესო ნაკრების გამოსავლენად 24 ქვეყნის ეროვნული გუნდი საფრანგეთში 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით იბრძოლებს.

საიტ Ticketbis-ზე ჯგუფური ტურნირის შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების ფასი, სტადიონის, ადგილისა და გუნდების სტატუსის გათვალისწინებით, 235-იდან 11 750 ათას ევრომდე აღწევს.

"სტად დე ფრენსზე" გასამართ ფინალურ შეხვედრაზე ყველაზე იაფი ბილეთი 1310 ევრო ღირს, აი, ყველაზე ძვირიანს კი - VIP-ლოჟაში, თავისი სერვისით, გულშემატკივრებს 20 589,31 ევროდ სთავაზობენ.

ევრო 2016-ის მონაწილე 20 ნაკრების ვინაობა ცნობილია,
კიდევ 4-ის კი პლეი ოფის მატჩებში გაირკვევა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული