იტალია-ესპანეთი 1:1 - მშვიდობა "ფრიულიზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წუხელ ევროპის ქალაქებში რამდენიმე ამხანაგური საერთაშორისო მატჩი გაიმართა, რომელთაგან, ბუნებრივია, ყველაზე დიდ ინტერესს ევროპის წინა ჩემპიონატის ფინალისტთა მატჩი იწვევდა უდინეს განახლებულ "ფრიულიზე".

ანტონიო კონტემ შემადგენლობაში ექსპერიმენტებს უფრო თამამად მიმართა, ვიდრე მისმა ვიზავიმ, ვისენტე დელ ბოსკემ. ვერ შედგა ორი ლეგენდის დუელი - იტალიელთა კარს, ტრადიციულად, ჯიჯი ბუფონი იცავდა, მაგრამ იკერ კასილიასი სათადარიგოთა სკამზე ვიხილეთ.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მთავარი მოვლენები მეორეში განვითარდა, 68-ე წუთზე ჯაკერინის პასით გოლი შეცვლაზე შესულმა ლორენცო ინსინიემ გაიტანა, ესპანელებმა მალევე, მაგრამ საკამათო სიტუაციაში გაიტანეს - ეს
35 წლის თითქმის დებიუტანტმა არიც ადურისმა მოახერხა - 1:1.

მეტი გოლი ამ შეხვედრაში აღარც გასულა, ევრო 2016-ის ორი ფავორიტი ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდა.

ერთი რამ ცხადია, თუ "ფურია როხას" ტიტულის შენარჩუნება სურს, ასეთი თამაში უნდა დაივიწყოს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე აშკარად ესპანელთა კარის დარაჯი დავიდ დე ხეა იყო, რომელმაც ერთი-ორჯერ იხსნა სტუმრები აშკარა გოლისგან.

იტალიის ნაკრები უკეთესი იყო, ერთადერთი, რაც "სკუადრამ" მეტოქეს დაუთმო, იყო ბურთის კონტროლი.

იტალია-ესპანეთი 1:1
გოლები: 1:0 ინსინიე (68), 1:1 ადურისი (70)
იტალია (5-4-1): ბუფონი - ფლორენცი (89. დე სილვესტრი), დარმიანი, ბონუჩი, ასტორი, ჯაკერინი (79. ანტონელი) - კანდრევა (60. ბერნარდესკი), პაროლო (89. ჟორჟინიო), ტ. მოტა, ედერი (51. ინსინიე) - პელე (60. ძაძა)
ესპანეთი (4-4-2): დე ხეა - ხუანფრანი (79. ალბა), პიკე, ს. რამოსი (46. ნაჩო), ასპილიკუეტა - მატა (46. კოკე), ტ. ალკანტარა (61. ისკო), სან ხოსე, ფაბრეგასი - მორატა (86. პ. ალკარესი), ადურისი (71. დ. სილვა)

მალტა-მოლდოვა 0:0

ესტონეთი-ნორვეგია 0:0

საბერძნეთი-ჩერნოგორია 2:1
გოლები: 1:0 ცაველასი (54), 1:1 ტომაშევიჩი (56), 2:1 კარელისი (63)

თურქეთი-შვედეთი 2:1
გოლები: 1:0 ტოსუნი (32), 1:1 გრანკვისტი (74), 2:1 ტოსუნი (81)

დანია-ისლანდია 2:1
გოლები: 1:0 ნ. იორგენსენი (50), 2:0 ნ. იორგენსენი (54), 2:1 ტრაუსტასონი (90)

უკრაინა-კვიპროსი 1:0
გოლი: 1:0 სტეპანენკო (40)

ჩეხეთი-შოტლანდია 0:1
გოლი: 0:1 ანია (10)

უელსი-ჩრ. ირლანდია 1:1
გოლები: 0:1 კეტკარტი (60), 1:1 ჩერჩი (89-პენ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალიის ნაკრების მთავარი ღირსება - როდესაც სუსტი გონიათ, მაშინ არის საშიში, ყოჩაღ კონტეს, ფაქტიურად მეორე შემადგენლობით ძალიან გამართული ფეხბურთი ითამაშა ესპანეთთან
levan
12:23 25-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული