ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა საქართველოს 33 მლნ ლარი მოუტანა!

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის თაობაზე მნიშვნელოვანი ფაქტი გაამხილა.

"წმინდა სპორტული კუთხით უეფამ ჩვენი ორგანიზაცია და მასპინძლობა წარმატებულად შეაფასა.

მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტი: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაზე ქვეყანამ 10 მილიონ ლარამდე დახარჯა, ხოლო მოგებამ 33 მილიონი ლარი შეადგინა. მე არ ვგულისხმობ იმ თანხებს, რომელიც სტუმარი გუნდების წევრებმა ყოველდღიურად დახარჯეს.

ეს რომ გავითვალისწინოთ, თანხა 40 მილიონამდე გაიზრდება. ევროპის ჩემპიონატის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება", -
განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ორ ქალაქში თბილისსა და გორში 2 ივლისიდან 15-ივლისამდე გაიმართა.

- U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩემპიონატის პერიოდში შემოსული ყველა ტურისტი მიაწერეს ალბათ ამ ტურნირს :))) როგორ დათვალეს მართლა საინტერესოა, იქნება ვცდებით
იკ
17 ივლისი 2017 14:31
0
შემოსავლის უდიდესი ნაწილი სატელევიზიო უფლებების გაყიდვითაა მიღებული. თUრისტების მიერ დახარჯული თანხები მხოლოდ მიახლოებით შეიძლება განისაზღვროს...მომსახურების სფეროში დასაქმებულმა ბიზნესსტრუქტურებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ შეიძლება ასეთი ღონისძიებების დროს ფასების უსაშველოდ გაზრდა. ასეთი რამ უკრაინაშიც მოხდა ევროპის ჩემპიონატის დროს, სადაც სასტუმროს ფასები ისე გაბერეს, რომ უცხოელი გულშემატკივრები სასტუმროს პოლონეთში ქირაობდნენ და მატი გუნდების თამაშზე თვითმფრინავით დადიოდნენ პოლონეთიდან. ასე უფრო იაფი უჯდებოდატ. მხოლოდ შვედები ცხოვრობდნენ კიევში. ისინიც ტყეპარკში ცხოვრობდნენ კარვებში:).
murtalo
17 ივლისი 2017 14:27
0
ძალიან სოლიდური თანხაა. იმედია ფედერაცია გონივრული მიმართულებით გახაჯავს მის კუთვნილ წილს.
მერაბი
17 ივლისი 2017 14:07
0
sportuli turizmi ki kargia magram tamahebs marto gorhi daestro makurebeli isic or tamahs rogorc tbilishi.magram tu asea mainc kargia madloba mihas.ar dablokot gtxovt.
??!
17 ივლისი 2017 13:38
0
როგორ დაითვალეს დაწერონ. რაღაც ძალიან დიდი ციფრი მგონია. ხალხამდე მიღწევას რაც შეეხება ტურიზმი ზუსტად რომ პირდაპირ აღწევს ხალხამდე. ის ტურისტი სასტუმროსაც ამუშავებს, რესტორანსაც, ტაქსისტსაც, სუვენირების მიაქვს და ეგ არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა. ტურიზმის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება და იმედია ეს რუსი (რუსეთუმე აღარ ქვია მაგას უკვე) ჩუნგა ჩანგები არ გადაუკეტავენ ამდენ ხალხს საარსებო წყაროს და მთავრობა იზამს რამეს
gia
17 ივლისი 2017 13:36
0
მერე ჩადევით ეს ფული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ააშენეთ საწვრთნელი ბაზები და ა.შ.
მალხაზი
17 ივლისი 2017 13:30
0
მაგ ფული ხალხამდე მაინც არ მიაღწევს და რა მნიშვნელობა აქვს რამდენი მოიგო თუ წააგო ამ ჩემპიონატით ქვეყანამ
ზვიადი
17 ივლისი 2017 13:13
0
საინტერესოა როგორ დათვალეს? და რაგბიმ რამდენი მოუტანა ეგ ციფრი არ ჰქონდა?
Irakli apkhaidze
17 ივლისი 2017 13:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული