U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი პოლონეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მე-3 ჯგუფში პირველი შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ორივე კართან შეიქმნა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 58-ე წუთზე გოლი აქეთ მიიღეს. კუთხურის შემდეგ არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, გიორგი ბერიძეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ გოლად აქცია - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი მთლიანად მოიშალა და პოლონელთა მოწოდებულ მომდევნო კუთხურსაც ლაზარე კუპატაძის კარში გოლი მოჰყვა. პოლონელთა კაპიტანმა დუბლი 65-ე წუთზე მიითვალა - 0:2.

საქართველოს ნაკრებს მესამე გოლი 71-ე წუთზე ბარტოჟ კაპუსტკამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

82-ე წუთზე ბერიძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი პოლონელთა კარში ვერ გადაგზავნა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ღირებული არაფერი შეუქმნია, სამაგიეროდ, კუპატაძეს მოუხდა ბოლო წუთებზე კარის გადარჩენა...

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. მომდევნო შეხვედრას გეგუჩაძის ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის თანატოლებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ლაზარე კუპატაძე, აკაკი შულაია (68, გიორგი კოხრეიძე), გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი კუცია (46, ცოტნე ნადარაია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი (76, დავით კობოური), გიორგი ხარაიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 52 /
მოაცილეთ ეს ცხვრები ესენი ერთი ორი კაცის გამოკლებით საერთოდ გაგებაში არ არიან ამათ იმედათ უნდა ვიყოთ და ამათ საყურებლად უნდა ვიაროოთ? ორი ლარი ვინმე გაჭირვებულისთვის მიმეცა გუშინ არ ჯობდაა? სამშობიაროს გუნდია ზუსტადაც.
გორი
02 სექტემბერი 2017 09:35
0
ამოწურა გეგუჩაძემ თაბებივის შესაძლებლობები სასწრაფოდ შესაცვლელია,ეს უკვე კატასტროფაა
ogafa
02 სექტემბერი 2017 09:16
1
გადავრჩით. ასეთი ნახევარდაცვით და დაცვით მაგარი შედეგია, ანდა პოლონეთია ქუჩის გუნდი. უბრალოდ ამათ ფონზე ჩანდნენ.
ჩვენი 10 ნომრის ქებით ყურები გამოგვიჭედეს, ამ დროს სუფთა ტორმუზია. თქვენ რა გგონიათ მოედნის ცენტრში რომ 2 კაცს მოატყუებ და მერე არ იცი რა ქნა, ეს არის მარადონობა ან მესსობა? სხვები კი ცდილობდნენ პასის მიცემას, მაგრამ ბურთზე გახსნა არ იციან, თან იფიქრებდი ეს ხალხი პირველად შეხვდა მოედანზე ერთმანეთსო.
haha
02 სექტემბერი 2017 09:04
0
ბევრი უნდა იაროს მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ლიგის ტამაშებზე ,ან უყუროს მაინც....
KAXI
02 სექტემბერი 2017 08:57
0
ამ დეპრესიულმა მწვრთნელმა ვერც ერთ გუნდში ვერ დადო მისაღები შედეგი საერთ. არენაზე. ზესტაფონი, დინამო, ტორპედო. დაიმახსოვრეთ, მამაც გენერალს მამაცი ჯარისკაცებიც ჰყავს. ბიჭები ვერც დარბიან და ვერც ურტყამენ. 3 ტურის შემდეგ ეს კაცი ისევ გადადგება და 4 წელიწადში ციკლი გამეორდება. ეს უკვე სტატისტიკაა.
legion
02 სექტემბერი 2017 08:43
0
ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში არის მწვრთნელების და სამწვრთნელო შტაბის ძალიან დაბალი პროფესიონალიზმი და პლიუს ნეფოტიზმი.
ეს ხომ რეალობაა საქართველოში არ არსებობს წარმატებული მწვრთნელი და არც საქართველოს გარეთაც, ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ ქეცბაია მან გუნდი გახადა კვიპროსის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზეც გაიყვანა მართალია მან დიდი შეცდომა დაუშვა როდესაც დათახმდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას, ამით მან მისი როგორც მწვრთნელის განვითარება გაწირა - სამწუხაროდ.
მე ჩემი აზრი მაქვს საქართველოს არ ყავს მწვრთნელები და მაგ ეგრეთ წოდებული ნაკრების მწვრთნელების დანიშვნაშიც ნეპოტიზმია აბა საიდან ამდენი დეგენერატი მწვრთნელები, ბოლოს და ბოლოს მოიწვიეთ უცხოეთიდან მაგრამ არა ერთჯერადად არამედ შემუშავებული გენგეგმის დამმტკიცების შემდეგ.
ფეოლა
02 სექტემბერი 2017 08:42
0
კარში არ დაურტყამთ წინა ხაზი შესაცვლელია
giorgi
02 სექტემბერი 2017 08:30
0
ნეპოტიზმია ფეხბურთში.... საბურთალო=Dინამო აი შედეგი
giorgi
02 სექტემბერი 2017 08:27
0
martali xar. iqit sportis federaciis prezidentis kutvnili saburtalo da aqet fifias( romelmac didi wvrili sheitana amat gamarjvebashi) dinamo, amas davumatot cnobili fexburtelebis shvilebi, mati natesavebi nakrebshi da vigas axsovs nichieri upatrono fexburtelebi.
gio
02 სექტემბერი 2017 12:39
0
მოაშორედ სამწვრთნელო შტაბი მთლიანად აზრზე არარიან ისეთები დააყენა ძირითადში 10-10წუთი არ უწევთ თამაში ეროვნულში რა ათAმაშა ვერ გავიგე სამი აპორნიი ფლანგის ფეხბურთელები სად არიან
giorgi
02 სექტემბერი 2017 08:24
0
არა უშავს, დარჩენილ თამაშებს შემდეგი საკვალიფიკაციო ტურნირის მოსამზადედბლად გამოვიყენებთ.
მამუკა
02 სექტემბერი 2017 07:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული