U17. საქართველო VS რუსეთი - ფინალი ყაზახეთის პრეზიდენტის თასზე [LIVE]

AutoSharing Option
დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის "პრეზიდენტის თასის" ფინალურ შეხვედრაში რუსეთის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრა ალმათის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 16:00 სთ-ზე დაიწყება. გულშემატკივარს თამაშის ლაივ-სთრიმით ხილვა მოცემულ ბმულზე შეუძლია.



გიორგი ნემსაძის გუნდმა ყაზახური ტურნირის A ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა ჭაბუკებმა ალბანეთს ანგარიშით 5:0 მოუგეს, ყირგიზეთს - 7:1, ბოლო მატჩში კი მასპინძლებთან დაზავდნენ - 4:4.

ტურნირის B ჯგუფში პირველობა რუსეთის 17-წლამდელებმა მოიპოვეს, რომლებსაც
მეტოქეებად ყირგიზეთის მეორე, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ნაკრებები ჰყავდათ.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ამ შემადგენლობით გამოდის:

მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), ირაკლი აზაროვი (დინამო), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო), ზურაბ დავითაშვილი (დინამო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო), გიორგი ლომთაძე (დინამო), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია).
მკითხველის კომენტარები / 10 /
ის ერთი კაცი ვინ არის ჩვენც გაგვიმხილე თუ მართლა იცი. ჩვენებს ვულოცავ მეორე ადგილის დაკავებას. ბევრი შრომით ყველაფერი თავის დროზე მოვა.
zako-ს
09 სექტემბერი 2017 16:25
0
და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის? მეც მეტისმეტად ერთფეროვანი მეჩვენა ეგ კომენტარები. ერთი ადამიანის მიერ დაწერილს ჰგავს ძალიან.
ზურა
09 სექტემბერი 2017 17:18
0
მოკლედ, ვეცნობი ამ კომენტარებს (ერთი კაცის "ნამუშევარს" გავს) და ვფიქრობ, ნუთუ ასე დაიბინდა ქართველი კაცის გონება! კი, შიძლება ხარვეზებია ამ ახალგაზრდების თამაშში, მაგრამ რატომ არავის არ მოგივიდათ თავში, ამ ბიჭებისათვის ფინალში გასვლა და წარმატება წარმატება უსურვოს! რას გავს ეს!!! წარმატება მისურვებია ბიჭებო!!!
zako
08 სექტემბერი 2017 17:33
1
კრასნოდარი იმდენად სჯობდა თბილისს, რომ შევწყვიტე ყურება.
zurab
08 სექტემბერი 2017 17:26
1
ჯერ-ჯერობით რუსეთის ნაკრები უკეთესად თამაშობს "თბილისის" გუნდთან შედარებით.
zurab
08 სექტემბერი 2017 17:13
0
ამ დავითაშვილს თავი მარადონა ჰგონია, უნდ არომ ყვეა მოატყუოს, მნიშვნელობა არა აქვს რა ადგილზეა და სადაა, ან მოტყუება საჭიროა თუ არა, მაინც უნდა მოატყუოს...ელემენტარული საფეხბურთო აზროვნება არა აქვს...
hoo
08 სექტემბერი 2017 17:13
1
ჩვეულებრივი ქართული ფეხბურთი, ბურთს დაათრევენ, ზედმეტად ერთობიან ინდივიდუალიზმით, სადაც არაა საჭირო იქ კაცის მოტყუებაცს ცდილობენ, ვერ დარბიან... ეეეჰ ესაა ქართული ფეხბურთის მ,ომავალი? ყველა ქართული საფეხბურთო სკოლა გასაუქმებელია
daa
08 სექტემბერი 2017 17:09
1
შემადგენლობას გადავხედე და დასავლეთიდან ერთი ბავშვია მხოლოდ!!! დავიჯერო ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში 2-3 ბავშვი არაა ვინც 20 კაცში შეიძლება მოხვდეს?
andro
08 სექტემბერი 2017 16:44
0
ამათ როგოტრ მოუგეს სხვ ა ნაკრებებს, ვერა დარბიან ეს ბავშვები, ეტყობა ის მაგარი ფარჩაკი გუნდბეი იყვნენ, რაც მთავარია სირბილი არ იციან და ტექნიკას რა მნ იშვნელობა აქვს ამ დროს
daa
08 სექტემბერი 2017 16:34
2
იმიტომ ვერ დარბიან გუშინ ყაზახეთტან მაგარი იმუშავეს 4:4
Gega
08 სექტემბერი 2017 17:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული