ვასილ მაისურაძემ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შეკრიბა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უკვე მეორე შეკრებაზეა. მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და 21 ფეხბურთელი მიიწვია, რომელთაც ვარჯიშის გარდა, ერთ ამხანაგურ მატჩშიც გამოცდის. 6 ოქტომბერს, 15 საათზე, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 20-წლამდელები ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე "ვიტ ჯორჯიას" შეხვდებიან.

მაისურაძის მიერ შერჩეულ ფეხბურთელთა სია ასეთია:

მეკარეები: ლაშა-გიორგი გურგენიძე (ლოკომოტივი), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი ჩოჩიშვილი (სლავია, ჩეხეთი);

მცველები: დავით კიკალიშვილი (ლოკომოტივი), ომარ ბულუხაძე (შევარდენი), ნიკა ყურშავიშვილი (ცხინვალი), ბექა ქებაძე (ლოკომოტივი), შალვა ნონიაშვილი (თბილისი);

ნახევარმცველები: ნიკა კვანტალიანი
(დინამო ბთ), ლუკა სილაგაძე (დინამო თბ), ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (დინამო ბთ), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი), გოჩა ცირდავა (გაგრა), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), ზაურ კერელეიშვილი (დილა), აკაკი ქიმერიძე (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი გოგილაშვილი (შუქურა), ნუგზარ სპანდერაშვილი (ლოკომოტივი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
რატომაა 21 ფეხბურთელი გამოძახებული? ორკარა მაინც ხო უნდა ითამაშონ, თანაც 3 მეკარეა, ერთმანეთთან თამაშის დროს ტრენერები დაემატებიან?
რამდენი ფეხბურთელია კიდე ამ ასაკის, რომლებიც აქტიურად თამაშობენ პროლიგაშიც და ქვედალიგებშიც, რომლებიც შეეეძლო დაემატებინა, სად არის კობოური, ბუღრიძე, ვარძელაშვილი, დაგარგულია, ბურჯანაძე.
vaskas
09:42 05-10-2017
0
წარმატებები ბიჭებო.
vaxo
17:46 04-10-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული