U21. როცა საქართველოს ნაკრები ფარერებზე 31-ჯერ ძვირი ღირს

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების სტუმრობას ფარერების კუნძულებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხზე ჯერჯერობით დუმილს არჩევენ ფედერაცია და ნაკრების მწვრთნელები.

გია გეგუჩაძე ჩვენს ზარებს უბრალოდ, არ პასუხობს.

მატჩის შედეგის შესახებ ინფორმაცია ფედერაციის ოფიციალურ საიტზე დღემდე არ დევს.

- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

ფაქტია, რომ არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები და არც გულშემატკივარი ფარერების კუნძულების ნაკრებს არ ვიცნობდით. რა ისტორია აქვს ფარერების ახალგაზრდულ გუნდს და ფინანსური თვალსაზრისით როგორ არის შეფასებული, ამ სტატიაში გაეცნობით.

ფარერების ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი ოფიციალური შეხვედრა
2007 წლის ივნისში გამართა და ხორვატიასთან 2:0 წააგო. პირველი გოლი 2007 წლის სექტემბერს, იტალიასთან 2:1 წაგებულ შეხვედრაში გაიტანეს. პირველი ფრე აზერბაიჯანთან ითამაშეს 2007 წლის ოქტომბერში - 0:0.

პირველი გამარჯვება სენსაციური აღმოჩნდა, 2009 წელს მათ რუსეთის ნაკრები 1:0 დაამარცხეს. 2009 წლიდან, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებამდე, 8-წლიან მონაკვეთში მხოლოდ 3 მატჩი აქვთ მოგებული: ლატვიასთან, ანდორასთან და მონტენეგროსთან.

ამ შესარჩევში სულ 4 შეხვედრა ჩაატარეს: ლიტვასთან და დანიასთან წააგეს, ფინეთთან ფრე ითამაშეს და საქართველოს მოუგეს. შესაბამისად, მე-3 ადგილზე არიან, ჩვენი ნაკრები კი ბოლოზეა.

ფარერების ახალგაზრდული ნაკრების ღირებულება, "ტრანსფერმარკეტის" შეფასებით, 225 ათასი ევროა, საქართველოს ნაკრების ღირებულება კი 31-ჯერ მეტია - 7,15 მილიონი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი მეინჰარდ ოლსენია, მისი ფასი 100 000 ევროა და ადგილობრივი კლუბის, "ტორშავინის" ღირსებას იცავს. საქართველოს ნაკრებში ყველაზე ძვირად ღირებული გიორგი ჩაკვეტაძეა, რომლის ღირებულება 750 000 ევროა და ბელგიური "გენტის" ფეხბურთელია.

მათ ნაკრებში ორი ლეგიონერია, რომლებიც ნორვეგიის პირველ და მეორე ლიგაში თამაშობენ. საქართველოს ნაკრებში 8 ლეგიონერი იყო გამოძახებული.

თუ ტაქტიკებს გადავხედავთ, მეტოქემ 4-5-1 გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ. გეგუჩაძემ მათ ტაქტიკას 4-3-3 დაუპირისპირა.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფარერების 50 000-იანი მოსახლეობა გააბედნიერა. ჩვენც ხომ გვიხარია, როცა ჩვენზე ძლიერ მეტოქეს ვამარცხებთ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ფარერების მოსახლეობა 48 351 კაცს და არა 50 ათასს, როგორც აქ ზოგიერთები წერენ. ფარერებისათვის 2 ათასი კაცი დიდი ძალაა. 50 ათასი რომ იქვნენ, უფრო დიდი ანგარიშით მოგვიგებდნენ.
კობი
17:31 13-10-2017
3
ზარებს არ პასუხოვს კარგი იყოო :D იმის მაგივრად აქეთ მოდიოდეს და ბოდიში მოიხადოს წავიდეს კიდე თავს იფასებს, რატო არა რო ფეხებზე არ კიდია.პასუხს არავინ თხოვს მაგის ზევით ორმაგად კიდიათ და რა გინდა რო ქნა,ქეცბაიას ბევრი ინტერვიუ დევს იუტუბზე და უსმინეთ.რასაც ამბობდა ზუსტად ისეთ დღეში ვართ ზუსტად,მარა ვუნ დაუჯერა იმ კაცს ისე გააგდეს გეგონება დზუკნა ძაღლი ყოფილუყო
iurii
18:45 13-10-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული