განსაკუთრებით მტკივნეული იყო ფარერებთან წაგება. ცხადია, ამ ყველაფერს გულშემატკივართა მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.
გუშინ "ლელო" ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...
- რა თქმა უნდა, ასეთი შედეგის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი ვერ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. ეს ერთი თემაა. მეორეა ის, რომ ფეხბურთელს სულ რომ არ ჰყავდეს მწვრთნელი, როცა ის სანაკრებო დონეზე თამაშობს, ცარიელი კარის წინ ბურთი უნდა დაიმორჩილოს, რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტიდან ერთი მაინც უნდა
- რაც მოხდა ბოლო ორ შეხვედრაში და, მეტადრე, ფარერებზე გამართულ მატჩში, ამის შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებები და განცდები, ალბათ, არც არავის აინტერესებს.
კონკრეტულად ფარერებთან შეხვედრაზე ვიტყვი. ძალიან ცუდია, რომ მეტოქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, დავმარცხდით ისეთ ნაკრებთან, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვეგო.
ზოგადად, მათ ბოლო დროს მოუმატეს ფეხბურთში, მაგრამ ჩვენ უნდა მოგვეგო ის მატჩი და ამაზე არ შეიძლება, ორი აზრი იყოს. რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, მე არავითარ შემთხვევაში არ გავიშვერ ხელს მათკენ. ასე რომ გავაკეთო, არ ვიქნები მართალი.
მწვრთნელმა ფეხბურთელები თამაშისთვის ისე უნდა მოამზადოს, რომ გავიდნენ მოედანზე და მოიგონ თამაში. სამწვრთნელო შტაბი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა შეცდომები და ეს ფაქტია.
- და მაინც, რა ვუყოთ იმ ათამდე ასპროცენტიან საგოლე მომენტს, რომლებიც ფარერებთან მატჩში ვერ გამოვიყენეთ?
- როცა სახეზე გვაქვს წაგებული თამაში, პასუხისმგებელი, პირველ რიგში, არის მთავარი მწვრთნელი და ეს ასეა მას შემდეგ, რაც ფეხბურთი არსებობს.
ეს არის მუდმივა, რომელიც დღემდე არავის შეუცვლია. კი, გვქონდა ბევრი მომენტი და ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ამასთან, გვქონდა ძალიან ბავშვური შეცდომაც. მთლიანობაში, კიდევ ერთხელ ვამბობ - პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ!
ფეხბურთელებმაც და მწვრთნელებმაც უზომოდ განვიცადეთ მომხდარი. კარგია, რომ ამისთვის სინდის-ნამუსი მაინც შეგვრჩა... სამი თამაში წავაგეთ და ამ სამ თამაშში 11 გოლი გავუშვით.
გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ არცერთ ჩემს გაწვრთნილ გუნდს არასდროს ჰქონია ასეთი სტატისტიკური მაჩვენებელი. ჩვენ არ ვკარგავთ რეალობის გრძნობას და კრიტიკულად ვაფასებთ მოვლენებს.
ძალიან მინდა, ჩვენ მიერვე გაფუჭებული საქმე ჩვენვე გამოვასწოროთ. იმედია, შევძლებთ ყველაფრის დალაგებას. მე მაინც მგონია, რომ ჩვენი რესურსი აქ არ არის ამოწურული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, თუ ჩვენზე უკეთ გააკეთებს საქმეს სხვა, მე არ მაქვს თანამდებობის დათმობის პრობლემა.
ეს საქართველოს ნაკრებია და ეკუთვნის მთელ ქვეყანას. ასე რომ, როცა საქმე ნაკრებს ეხება, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ზოგადად, ქართული ფეხბურთის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
- რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში იგებს ან აგებს მთელი გუნდი, მაგრამ ერთი სათამაშო რგოლის შესახებ ცალკე უნდა გკითხოთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაცვის გარეშე ვთამაშობთ...
- ფაქტია, რომ ეს არის პრობლემა და ჩვენ ამაზე უკვე დიდი ხანია, ვამახვილებთ ყურადღებას.
თქვენ სწორად აღნიშნეთ - დღეს იგებს ან აგებს მთლიანად გუნდი. ამას გარდა, კიდევ არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მხოლოდ იმიტომ, რომ გვაქვს ამ პრობლემების დაძლევის რწმენა.
- თქვენი აზრით, რისთვის უნდა იბრძოლოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის დარჩენილ მატჩებში?
- ჩვენ ციკლის დაწყებამდე დავისახეთ მიზანი და რა მიზანიც იყო ეს, ყველამ კარგად ვიცით. სანამ არის თუნდაც თეორიული შანსი, ეს მიზანი არ უნდა შეიცვალოს. ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი ფარერებთან წაგების შემდეგ, მაგრამ მე ასე მჯერა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვვარდებით და, რადგან ეს ასეა, თუ ვერ გავალთ ჯგუფიდან, მაშინ ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ღირსება შევინარჩუნოთ.
ზოგადად, სამწვრთნელო პოსტზე არავინ არ არის შეუცვლელი. შევხედოთ, რა და როგორ იქნება თუნდაც უახლოეს ორ თამაშში. თუ ვნახავთ, რომ არ იქნება უკეთესობა, მაშინ მე არ მექნება იმის პრობლემა, რომ თანამდებობა დავთმო.
- რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსი არ არის ამოუწურავი, მაგრამ ცვლილებები, ალბათ, იქნება ნაკრების შემადგენლობაში...
- მართალი ბრძანეთ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას. ცხადია, იქნება გარკვეული ცვლილებები...
- თქვენს სამწვრთნელო კარიერაში ყოფილა არაერთი წარმატება. საინტერესოა, რას განიცდით ახლა, როცა წილად გერგოთ მწვავე კრიტიკა?
- უნდა გითხრათ პირდაპირ: რასაც ახლა ლაპარაკობს და განიცდის გულშემატკივარი, მეც იგივე რეაქცია მექნებოდა. ყველა ვხედავთ, რომ შედეგი არის ცუდი. ფეხბურთში მთავარი ყოველთვის შედეგია. გულქვა უნდა იყო ადამიანი, ყოველივე ამას რომ არ განიცდიდე და მე ნამდვილად არ ვარ ასეთი.
რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი. ჩვენი რესურსი, ზემოთაც ვთქვით, არ არის უშრეტი, მაგრამ მე მაინც მაქვს უკეთესობის იმედი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მოკლე ხანში ვერ დავინახეთ ეს უკეთესობა, არ გამიჭირდება შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კარიერაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მატარებელი ჩავლილია და დროა სხვა რაღაცეებზე იფიქროს.
აქ მთავარი არის ის რომ დამნაშავე დაისაჯოს, ანუ გაუშვან. დაუსჯელობის პრეცედენტი არ უნდა დაუშვან.
თუ ასე არ მოიმოქმედებს ფედერაცია, ნამდვილად დაამტკიცებს ხალხის ეჭვს იმაზე რომ ფეხბურთის განვითარებად თავიანთი ვიწრო მიზნების ასრულებას განიხილავენ.