U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
8 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა.

გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიას შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ბოსნიელები მე-16 წუთზე უკვე კაცნაკლულნი დარჩნენ, მეორე ყვითელი ბარათი ანელ საბანაძოვიჩმა მიიღო და მოედანი დატოვა.

სამწუხაროდ, ამ უპირატესობის გამოყენება ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე კი გიორგი კუციამ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის.

შეხვედრის 87-ე წუთზე ჯუსუფ გაზიბეგოვიჩი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 11
ნოემბერს, ანდორასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 38 /
რა გვეშველება არ ვიცი,ეს მწვრთნელები გაუშვით სადმე გადამზადებაზე,რამე მოიფიქრეთ...60 წუთი ათ კაცს ვეთამაშებოდით და არაფერი შეუცვლია ყიფიანს,მწარედ წააგო და არის გაუნათლებელი.გაუშვით სახლში რაა!ან ჟურნალისტებო რამე დაწერეთ ნორმალურად,გაკიცხეთ ცოტა დაგიჭერენ?თუ მოგწონთ რაც ხდება!
grisha
18:01 08-11-2017
1
საცოდაობაა ამათი თამაშის ყურება, არანაირი კლასი და ოსტატობა!
2

სიახლეები პოპულარული